იცი როგორ არის, ზოგადად ფსიქიკურ დარღვევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ფსიქიკა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ანუ როცა ხელს უშლის ადამიანს ადაპტაციაში. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება სწავლობს ადამიანის ბუნებას, ცდილობს აღწეროს, ახსნას და იწინასწარმეტყველოს და თუ შესაძლებელია ჩაერიოს პროცესებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ადამიანი არის სოციალური არსება, ანუ ადამიანის ადამიანობა, მისი არსი, სოციალურობაში მდგომარეობს და "ის ვინც სოციუმისგან განცალკევებით ცხოვრობს ან ზეადამიანია, ან არ არის ადამიანის დონემდე განვითარებული" (პლაგიატობაშია რ ჩამომართვათ პლატონის სიტყვებია

). ადამიანის სჭირდება სოციუმი, იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან ერთა დცხოვრება ეხმარება მთელი რიგირ პრობლემების გადაჭრასა და გარემოსთან ადაპტაციაში. და საზოგადოებაც არსებითად იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანს არსებობასა და გარემოსტან შეგუებაში დახმარებოდა. დინამიკა ასეთია-ადამიანს სჭირდება საზოგადოება, საზოგადოებას კი წესები და ნორმები სჭირდება იმისათვის, რომ არ დაინგრეს. ადამიანი-საზოგადოება-ნორმები .
შენ რასაც კითხულობ ეხება ამ ნორმებს და წესებს, მათ მორჩილებას და მათგან გადახვევის ფსიქიკურ აშლილობად მიჩნევას. ზოგადად ყველა საზოგადოება აძლევს თავის წევრებს უფლებას თუნდაც მცირედ გადაუხვიოს ამ ნორმებს, მაგრამ როცა სოციუმის სტაბილურობა დგება კითხვისნიშნის ქვეშ, მაშინ ხდება სანქციების გატარება, ნორმიდან გადახრილის იარლიყის მიწებება და ინდივიდუალობის დათრგუნვა. ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ინდივიდუალობა, მაგრამ როდესაც ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც მასაც ხელს უშლის საზოგადოებასთან ( და შედეგად გარემოსთან) ადაპტაციაში და ნორმებს "მოშნად" ეწინააღმდეგება, ხდება ამ ადამიანის, როგორც ნორმიდან გადახრილის განხილვა და რარაც სანქციების გატარება.
რაც შეეხება ამ ყველაფერში ფსიქოლოგიის როლს, ეს უბრალოდ მეცნიერება, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი გაიგოს და ახსნას და თუ საჭიროა ჩაერიოს. ნორმიდან გადახრასთან დაკავშირებით არის ორი მიდგომა: 1 ნორმა პათოლოგიის მიდგომა და 2. ფსიქიკური მრავალფეროვნების მიდგომა. მედიცინა და ფსიქიატრია იყენებს პირველს. ფსიქოლოგიაშია ეს უფრო ორაზროვანია.
ფსიქოლოგია დაინტერესებულია ადამიანის კეთილდღეობით. ადამიანის კეთიდღეობა კი თანაბრად არის დამოკიდბეული საზოგადოებასთან თანხმობაში ყოფნასა და საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის შესაძლებლობაზე. პირველიც სასიცოცხლოდ აუცილებელია და მეორეც და საჭიროა ამ ორს შორის ადამიანმა ოქროს შუალედი მოძებნოს, და თუ ვერ ახერხებს ფსიქოლოგია უნდა დაეხმაროს.
რაც მთავარია გეთანხმები, რომ ხშირად ამ პროცესებში ადამიანი იჩაგრება, როგორც ინდივიდი. მაგრამ კიდე ყველაზე დასანანი ის არის, რომ ფსიქოლოგია, როგორც ინსტიტუტი და როგორც ცოდნის სისტემა, შეიძლება ვინმემ გამოიყენოს საკუთარი მიზნებისათვის , თუ ხელში ჩაიგდო. და ასე საკმაოდ ხშირად ხდება, ფსიქოლოგიის, ან ფსიქიატრიის სახელით შეგიძლია რასაც გინდა ფსიქიკური აშლილობა დაარქვა. რასაც შენ ამბობ ეგეთი პრეცენდენტები ბევრია, მაგრამ ეგ არ არის ფსიქოლოგიის საქმე და არსი, ეგ არის მაგალითი იმისა როგორ შეიძლება გამოიყენო ეს ცოდნა.
ზოგადად საზოგადოების ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია, რომ ინდივიდუალობა ითრგუნება. ადამიანს საზოგადოება სჭირდება, მაგრამ თან თრგუნავს, რარაცაში ეხმარება და რარაცაში ხელს უშლის. ფსიქოლოგია უბრალოდ ამ ყველაფერს აკვირდება და ხსნის, არ განსჯის