სვასტიკა卐,卍(სანსკრ. स्वस्तिक svastika „კეთილად ყოფადი“) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებომხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.
არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. „ტრიკვესტი“) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები.
სვასტიკის მნიშვნელობა არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად ის მაინც კოსმიური მოძრაობის, შემოქმედი ძალის, ნაყოფიერების, კეთილდღეობის, აღორძინებისა და მზიური სიბრძნის გამომსახველი ნიშანია.სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.
საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი. მის ორნამენტებს ადგილობრივი მატერიალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან იცნობს, თანაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სვასტიკას აჩუქურთმებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ უძველეს და თავისთავადი მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (კერამიკა, ცულები, სამკაულები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დედაბოძები), მცხეთაში - სამეფო ბეჭდებზე, რაჭაში (რაჭული ცული ძვ. წ. II ათასწლეული) და ა.შ. სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც „ქანის“ ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐),
აშკარაა, რომ ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ.
შუმერული, კალენდრის აღმნიშვნელი, თიხის ფირფიტა ძვ. წ. IV ათასწლეულისაბერძნეთისაბერძნეთში და რომში სვასტიკა არის ნაყოფიერების და ძალაუფლების სოლარული ნიშანი, იშვიათად მამაკაცური საწყისის სიმბოლო, მას ბერძნები სახავდნენ ზევსთან, ჰელიოსთან, ჰერასთან, არტემიდასთან და აფროდიტესთან ერთად. ბერძნულ სვასტიკას „ტესერა-გამაც“ ქვია, რადგან მისი თითოეული მოხრილი მკლავი, ბერძნული ანბანის ასოს „გამას“ (ქართული ასომთავრული — sqwqb) წარმოადგენს.
ეგვიპტეეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლოა და ამასთანავე „აღორძინების“ კულტთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მისი ტარება მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს შეეძლოთ, აქ ის ოთხი ელემენტის კავშირს გულისხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ერთმანეთზე გადადებული და მოძრავი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და აღორძინების ხატებას დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ჩინეთიჩინეთში სვასტიკა ქალური საწყისის, ინის აღიარებული იდეოგრამაა, სვასტიკის, როგორც სიცოცხლესმოქმედი ძალის, მზის ენერგიისა და თავად შემოქმედის სიმბოლო, ხშირად გამოიყენებოდა ჯაინიზმშიც.
ინდოეთიგანსაკუთრებით ფართო დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ძველ ინდოეთში, ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გვხვდება მისი ნიშნები, რომელიც ვედურ სამყაროში ახალ დატვირთვას იძენს და ბუდიზმის სიმბოლიკის ერთ-ერთ უმთავრეს წმინდა ნიშნად მკვიდრდება. სვასტიკას ინდო-არიელები ხშირად იყენებდნენ საკულტო ტაძრებზე (პაგოდებში), ბუდას ქანდაკებებზე (შუბლზე, გულ-მკერდზე, ან „მზის წნულთან“), თავად სიტყვა „სვასტიკაც“ ამ კულტურის მატარებელი ხალხის - ინდო-არიელების ენიდან, სანსკრიტიდან, არის დამკვიდრებული. მაგრამ ძველ ინდოეთში არსებობდა კიდევ „სუბასტიკა“, რომელიც ჩვეულებრივი სავსტიკისგან განსხვავებით, საათის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს და „ღამის სიბრძნის“, „მაგიური ცოდნის“ სიმბოლოა, რომელიც ასევე „სიკეთის ძალებთან“ არის დაკავშირებული. ანუ ერთგვარი „მზიანი ღამეა“. ასეთი შემობრუნებული სვასტიკა, ანუ სუბასტიკა ბუდას ქანდაკებებზეც გვხვდება.
ბუდისტური ტაძარიმართლაც მძლავრი, მისტიკური და მომნუსხველი სიმბოლოა სვასტიკა, რომელიც თითქმის ყველა უძველეს კულტურაში გვხვდება. ვისაც მოგწონთ ეს სიმბოლო შემოდით და მასზე საინტერესო და იშვიათი ინფორმაციები დაწერეთ

P.S.
გთხოვთ, თემა პროვოკაციული კუთხით არ წაიყვანოთ This post has been edited by Nordic on 22 Jul 2016, 16:44