#48412268 · 22 Jul 2016, 17:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Temur Gachechiladze გუშინ 14:00-ზე დღეს სასიხარულო, უმნიშნელოვანესი მოვლენის მოწმეები გავხდით -საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედლების მფლობელი გახდა!!! ირანის ქალაქ შირაზში მიმდინარე ტურნირის ფინალში ჩვენი გუნდი 16 მონაწილე გუნდს შორის საუკეთესო შედეგით გავიდა. ფინალამდე მათ მოიგეს ოთხი წინასწარი ეტაპი, საუკეთესო შედეგი აჩვენეს ნახევარფინალის მონაწილე ცხრა გუნდს შორის და ფინალში 4,2 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ ბელორუსის გუნდს. ფინალში მესამე შედეგი აჩვენა ხორვატიის ნაკრებმა. ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას საქართველოს გუნდს, რომლის წევრები არიან ზურაბ ჯაში (გუნდის კაპიტანი, აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა), თეკლე დოლიძე (ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლა), გვანცა მარგველაშვილი, მარიამ ლომთაძე (ორივე ა. რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა), ლაშა თარგამაძე (ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლა) და გუნდის ყველაზე უმცროსი წევრი ლაზარე ოსმანოვი (აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა). განსაკუთრებული მადლობა და მილოცვა გუნდის ხელმძღვანელებს ნიკა საბაშვილსა და გიორგი ხომერიკს. გილოცავთ!!! ვულოცავ ყველას!!! დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს. მადლობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ბაზისბანკს- მათი ფინანსური მხარდაჭერით მოხდა გუნდის ირანში გამგზავრება!
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|