უთაისში ევროპული სტანდარტების ცხოველთა თავშესაფარი შენდება
01.08.2016
ქუთაისში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ცხოველთა თავშესაფარი შენდება. თავშესაფარი ავტოქარხნის დასახლების ბოლოში მდებარეობს , მისი კეთილმოწყობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
თავშესაფარი ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს“ ეკუთვნის. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან და ააიპ ,,სპეციალური სერვისების" დირექტორთან გელა გაგუასთან ერთად დაათვალიერა.
“სპეციალურ სერვისებს“ აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის თებერვალში გადაეცა. უკვე მოწესრიგებულია ადმინისტრაციული შენობა, ლაბორატორია, საოპერაციო და ნაწილი ძაღლების ვოლიერებისა. ტარდება ცოფის საწინააღმდეგო აცრები. დამატებით მიმდინარეობს 150 ვოლიერის კეთილმოწყობა და საერთო ჯამში თავშესაფარი 280 ცხოველს მოემსახურება. 5 თვის მანძილზე თავშესაფრიდან გაშვილებულია 80 ძაღლი. ასევე ეწყობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავშესაფარი. პირუტყვი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე აზიანებს მწვანე საფარს გადაყვანილი იქნება საჯარიმო თავშესაფარში. ეწყობა როგორც საზამთრო, ასევე საზაფხულო თავშესაფარი. ცხოველები სპეციალური საკვებით იკვებებიან. ევროპელმა ექსპერტებმა დადებითი შეფასება მისცეს ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარს.
http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/3243-...i-shendeba.htmlინფორმაციის სახით იყოს ეს თემა
მერე დახურე მოდერ როცა გენებოს