გამარჯობათ.
ბოლო ხანებია ერთ ძაან შემაწუხებელ პრობლემას ვებრძვი.
მოკლედ, მაქვს უამრავი ნახველი. იმ დონემდე, რომ უკვე ტუალეტში ყოველ წუთს გასვლა აღარ მინდა და გვერდით პარკი მიდევს, რო გადმოვაფურთხო.
რამდენიმეჯერ ისეც ვიყავი, რომ სუნთქვაში სერიოზულად მიშლიდა ხელს.
მაგრამ, ისიც შევამჩნიე, რომ ეგ ძირითადად მომატებული სტრესის დროს მემართებოდა.
ნახველი განსაკუთრებულად ჭამის შემდეგ მომდის,
აზრი არ აქვს რას შევჭამ: ვაშლს, კარაქიან პურს, შოკოლადს, ლობიოს თუ რაიმე მწარეს.
დაახლოებIთ 15 წუთი ჭამის მერე ძლივს ვსუნთქავ (ცოტას ვჭამ ძალიან), იმიტო რო ნახველი ამომდის და ამომდის და სანამ არ გავათავისუფლებ ყელს იქამდე ეგრე ვარ.
შევამჩნიე, რომ თუ მთელი დღე სახლში ვარ მაშინ მიუარესდება.
თუ გარეთ გავედი, ნაკლებად მაწუხებს.
ხანდახან მტკივა ხოლმე სასუნთქი მილი სადღაც მკერდის ზემოთ.
ვარ მწეველი. მაგრამ ბოლო ერთი კვირაა ან საერთოდ არ ვეწევი ან მაქსიმუმ 2 ღერს დღეში.
სკამზე ჯდომის დროს სულ მინდა რომ თავი ხელით დავიჭირო, რო კისერს ძალა არ დაადგეს.
თითქოს ნახველის ბრალიაო რო კისერი მიდუნდება და სუ მინდა ან დაბლა იყოს ჩაწეული ან ხელით მეჭიროს თავი.
თქვენი აზრით ნერვოზის ბრალია?
ბოლო 2 თვეა სამსახურიც აღარ მაქვს და სულ სახლში მიწევს ყოფნა რაც ძაან მაწუხებს და მსტრესავს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ ამ სტრესის მენეჯმენტისთვის.
თქვენი აზრით შეუძლია სტრესს რო ამხელა ცვლილება გამოიწვიოს ჩემს ფიზიოლოგიაში?
მოწევა, ფაქტია, დიდ განსხვავებას არ მაძლევს. სულ ოდნავ ვთავისუფლდები.
მერე ვჭამ და მაინც იგივეა...
იქნებ რამე მირჩიოთ.
ვინმეს ჰო არ გქონიათ მსგავსი პრობლემა?
წინასწარ გმადლობთ.
Nobody exists on purpose, nobody belongs anywhere, everybody's going to die, come watch TV?