ქუჩაში კიარა საკუთარ სადარბაზოში ისაქმებს ხალხი

მოსთხოვე ეხლა ქუჩების გალამაზება
ჯარიმები უნდა იწერებოდეს და დასუფთავების ჯგუფი ერთ დღეში დაალაგებს ქალაქს, იმდენი მეეზოვე გვყავს და იმდენს მუშაობენ რომ ეგ რომ არა ვიცურავებდით ნაგავში
ინგლისში (ეგზეტერში) 5 თვით მომიწია ცხოვრება, ამ 5 თვეში ერთი მეეზოვე არ მინახავს ვინც ქუჩას გვიდა, ერთი ადამიანი არ მინახავს ვინც ქუჩიდან ნაგავს ალაგებდა, და რათქმაუნდა არც დამყრელი მინახავს ვინმე, თუმცა ერთი პლასტმასის ბოთლი მაინც ეგდო ქუჩაში: ყოველ დღე მივდიოდი კოლეჯში ველოსიპედით და ყოველდღე ვხედავდი (სპეციალურად არ ვიღებდი მაინტერესებდა ვინმე თუ ალაგებს ქუჩებსთქო) სამითვის მერე აიღეს ის ბოთლი (ან ქარმა წაიღო), რას ნიშნავს ეს?! იმას რომ სუფთა ქალაქს დალაგებაც 3 თვეში ერთხელ ყოფნის, ეგრე კიარაა ჩვენთან რო დილაობით შესეულია მეეზოების ბრიგადა ბიჩოკებს და მკვდარ ცხოველებს რომ გვის და საღამოს ისევ საღორეს რომ გავს ქალაქი...
ხო ბიჩოკიც ნაგავია მაგის დაგდებაზე 200 ლარიანი ჯარიმა უნდა იყოს ეგრევე
ძაღლს რომ ასეირნებ და მოისაქმებს პარკი იქონიე აიღე და მერე წყალი მოასხი იმ ადგილს (ამაზე ინგლისში 1000 ფუნტამდე იყო ჯარიმა)
ნაგვის ბუნკერი თუ სავსეა კეთილი ინებე და გაიარე 50 ნაბიჯი და სხვაგან ჩააგდე, ძირს რომ მიუგდებენ ხოლმე მაგაზე უნდა ჯარიმა იყოს
ფურთხება, რწყევა, მოფსმა, მზესუმზირა, სისხლი, ლუდი, ბანანის ქერქი ეს ყველაფერი ნაგავია და ჩვენთან არ თვლიან ნაგვად