ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო რუსეთმა არჩილ ჭყოიძესთან კავშირი გაწყვიტა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო რუსეთმა არჩილ ჭყოიძესთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა.
როგორც Frontnews-სთვის გახდა ცნობილი, არჩილ ჭყოიძემ "ერეკლე მეორეს საზოგადოება" და პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“ დატოვა.
ასევე რამდენიმე ხნის წინ ჭყოიძემ რუსეთის საკონსულოში კორუფციული გეგმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესის“ პრეზიდენტი ლიკა (ანჟელა) ზახაროვა ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, რუსეთის მიერ მასთან კავშირის გაწყვეტა ამ საქმესაც უკავშირდებოდეს.
Frontnews არჩილ ჭყოიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ "ერეკლე მეორეს საზოგადოება" და პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“ დატოვა, თუმცა სხვა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
http://www.frontnews.ge/ge/news/105725-%E1...%83%A2%E1%83%90