გიორგი პაპუაშვილის განცხადებას საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ეხმაურება
დღეს, 15:10
http://rustavi2.com/ka/news/52562საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
"განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მათზე თვალთვალისა და შანტაჟის ჩათვლით, რომ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე მთავრობის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ," - წერია საერთშორისო დემოკრატიული კავშირის განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა, პატივი სცეს მედიის თავისუფლებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას.
განცხადებაში საუბარია რუსთავი2-ის საქმეზეც.
მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ძალადობრივად ცდილობს შეცვალოს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული, პროევროპული და დამოუკიდებელი ტელეარხის - რუსთავი2-ის მფლობელები და სარედაქციო პოლიტიკა.
კავშირი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დეპუტატებსა და აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო.
აბსოლუტურად ნაჩქარევი და გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს, პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი ხდება - გიორგი აბაშიშვილი
დღეს, 11:50
http://rustavi2.com/ka/news/52544"აბსოლუტურად ნაჩქარევი და გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს, პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი ხდება," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებაზე ხელისუფლების რეაგირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
აბაშიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის განცხადება პროკურატურის მხრიდან ამჯერადაც იგნორირებული არ იქნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
This post has been edited by SUPERTV on 23 Jul 2016, 18:49