რა სავალდებულოა ბორბლის ახლიდან გამოგონება?
თუ არსებობს იაფი საშუალება ან უფასო, რატომ უნდა დაწერო იგივე ფუნქციონელის ხელსაწყო 1300 ლარად?
თუ რადგან 0-დან არის დაწერილი უკეთესად იმუშავებს ან მეტად პრივილეგირებული იქნება სხვებთან შედარებით?
მომხმარებელი უფრო დააფასებს რადგან 1300 ლარია გადახდილი? რეკლამის განთავსებას უწყობს ხელს? თუ იღბალი გაეხსნება ვებგვერდს და მის მეპატრონეს?
გადაიხადოს მაშინ 2500 ლარი ბარეღამ თუ რაიმე პლუსი აქვს მაგ ამბავს

არ ვიცი, რავიცი
არავინ არ მიწყენს იმედია, მაგრამ მე ამას უბრალოდ "დაგოიმებას" ვუწოდებ, არაფერი პირადული არავისთან,
იმ ადამიანისთვის, რომელიც არ ერკვევა და შეიძლება უფასო ვერსია აიღონ გადააკეთონ და 1300 ლარად მიყიდონ, მგონი საბოლოო ჯამში მაინც ვერ მიხვდება და სხვაობას ვერ იგრძნობს და ვერც დაადგენს მისთვის სპეციალურად დაწერილი სკრიპტია თუ გადაკეთებული.
ესაა ჩემი კომენტარი
mashinesiyosმეც მქონდა ეგ პლაგინი ადრე, მაგრამ ვერ ვიხსენებ სახელს,
რომ დაძებნო აუცილებლად შეგხვდება, ძალიან დიდი ბუმი იყო 1-2 წლის წინ მაგ საიტების და არამგონია ესე უკვალოდ გამქრალიყო ეგ სკრიპტი