miriani111იმდენი მაგის სული მოვ $##ან ..
პატრიოტული იდეოლოგიიდან და ქმედებებიდან არაფერი აქვს ტიპს წამოწეული.
რეალობაში საქართველო იყო არის და იქნება დასავლური, ევროპული და აზიური ცივილიზაციების ბრძოლის ველი, ის რომ ამჟამად არავინ არ ისვრის იარაღიდან, არ ნიშნავს, რომ ომი არ მიმდინარეობს. რეალურად ჩვენ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, არც სამშვიდობო ხელშეკრულება გვაქვს და არც მისი არსებობის რაიმე წინაპირობა. სანამ ოკუპანტი თავის სტრატეგიულ გეგმებს არ მიაღწევს, ურთიერთობის “დამლაგებლების” ძალისხმევის მიუხედავად არ უნდა მოვდუნდეთ, მითუმეტეს ოკუპაციის ზონას დაუღალავად ზრდიან, იმიტომ რომ შეუძლიათ და იმიტომ რომ უნდათ.
უახლოეს ისტორიაში ჩვენ უკვე გამოვიარეთ ომის მეორე ცხელი ფაზა. მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიგვანიშნებს მესამე ცხელი ფაზის, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ იარაღის გამოყენებით პოლიტიკის გაგრძელების ალბათობას.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები: განსაკუთრებით თავდაცვის ინსტიტუტების დაკნინება, არსებული ქვედანაყოფების არაეფექტურობა, მაღალინტელექტუალური ჯარების სახეობების გამიზნულად გაჩერება და შემდგომში გაუქმება, საზოგადოებაში დეპრესიული გრძნობების გაღვივება, ეს მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების, მუშაობის ეფექტურობაზე მიანიშნებს, რაც ომის ალბათობას უფრო აახლოვებს.
რაც თავი მახსოვს მუდმივად მიმდინარეობს ჯარების სახეობების შექმნა შენარჩუნების საკითხის წამოწევა. მსჯელობენ ყველა ვისაც ეკითხება ან არ ეკითხება და ყოველი არჩევნების შემდგომ ხდება ამ მნიშვნელოვანი საკითხის პოლიტიზირება. ამჟამად თავდაცვის მინისტრი არის რესპუბლიკური პარტიიდან, შეგახსენებთ ამავე პარტიის წარმომადგენელის კიდევ ერთი მინისტრის სიტყვებს “პუტინი მტერი არაა…და ა. შ.” ამ “მოღვაწის” ძალისხმევით სულ ახლახანს გაუშვეს უვადო პატიმრობაში მყოფი რუსი ტერორისტები ქართველების სანაცვლოდ, მაგრამ… დააკვირდით თუ როგორ იყო ეს ფაქტი გაპიარებული, როგორც ქართველების და “აფხაზების”, ქართველების და “სამხრეთ ოსების” კეთილი ნება და ჩვენს შორის ვითომ და რუსეთისაგან დამოუკიდებელი დიალოგის არსებობაში შეფუთული. მე ყოველგვარად წინააღმდეგი ვარ რუსი ტერორისტების ასე მიამიტურად, უპასუხისმგებლოდ გაშვებისა და ვერ აღვიქვავ ამ მინისტრს და მთლიანად მის “მფლობელობაში” არსებულ სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველად. რეალურად პირიქითაა, ხელისუფლებაში ასეთი მინისტრის არსებობა, საფუძველშივე ანტისახელმწიფეობრივი მოვლენაა. სულ ერთი კვირაც არ გასულა რაც ეს „გაცვლა“ მოხდა და შედეგად ოკუპანტებს ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის ბაღებში გზები გაჰყავთ და აიძულებენ თავისივე ხელით გაჩეხონ ბაღები. კრემლს ჩვენი საზოგადოება, თავისი მოქალაქეების მსგავსად, გამოსაყენებელი იდიოტების ბრბო ვგონივართ, მე მჯერა ჩვენი საზოგადოების ზრდასრულობისა და მომავალ არჩევნებში საღი აზრის გამარჯვების იმედი მაქვს.
გაცილებით ადვილია რეალური სამოქმედო გზების მონახვა, მანამ სანამ კონფლიქტი ცხელ ფაზაში გადაიზრდება და ჩვენი მტერი ხან სხვისი ხან თავისი ხელით, შეეცდება თავისი ინტერესების იარაღის საშუალებით გატარებას. თუ ჩვენ სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ, ჩვენ მტრის თვალში უფრო პატივსაცემი ერი ვიქნებით. ასე არის რუსული სული მოწყობილი, ერთადერთს რასაც პატივს ცემს არის ძალა, ოპონენტის მხრიდან დათმობა მათ მიერ აღიქმება ოპონენტის სისუსტედ და დამარცხებად. ყოველი სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გამოიყენება ძალთა გადაჯგუფებისათვის, ახალი შეტევის მოსაწყობად, ასე იქნება მანამ სანამ რუსული იმპერიალიზმი, საბოლოოდ არ მიაღწევს თავის მიზანს, ჩვენს შემთხვევაში: საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას.
თუ გავიაზრებთ რა ხდება და რა მოხდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ჩვენ მივხვდებით, რომ შემდეგი სამიზნე ისევ ჩვენ ვართ. მტერი ამჟამად პირდაპირი
ინტერვენციის მეთოდს ვეღარ გამოიყენებს, დარჩა ერთადერთი, შიგნიდან ქვეყნის საფუძვლების მორყევა (ეგრეთწოდებული ჰიბრიდული ომი).
ეჭვი მაქვს ჩვენი სპეცსამსახურების ჩუმი თანხმობის პირობებში მიმდინარეობს დივერსანტების ინფილტრაცია, ბრძოლის ველის შესწავლა, ადგილობრივი რადიკალური პირების დაქირავება და რუსების მოწინააღმდეგეების გამოვლენა, საჭიროების შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურება. მე ამ პროცესს “ყირიმიზაციას”ვუწოდებ.
საქართველო ნელ ნელა ემსგავსება 80-იანი წლების ლიბანს. ახლო მომავალში თბილისი ბეირუთს რომ არ დაემსგავსოს, ჯობია მოვთხოვოთ არჩეულ ხელისუფლებას ქმედითი, სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გატარება, პირველ რიგში განათლების სისტემაში პატრიოტული აღზრდის ელემენტების შეტანა, სასწავლო პროგრამაში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებთან ერთად, მსოფლიო ისტორიიდან, რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლებში გამორჩეული გმირობების მაგალითების შეტანა. დღევანდელი პროცესების ფონზე პატრიოტული აღზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით ან შესუსტებულია ან საერთოდ არ მიმდინარეობს. ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს მომავლის იმედი და თავისუფალი ერის ამბიცია, უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი წინაპრების გმირობისა და თავდადების მაგალითები, რითაც ჩვენი საზოგადოება იკვებებოდა და იკვებება, ჩვენი ისტორიიდან სუკ-ის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს მიერ გადამუშავებული ვერსიაა და აბსოლუტურად არ არის საკმარისი თავისუფალი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებისათვის. ასევე უნდა გვახსოვდეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ აღიარებული გმირები და მათი საქმენი საგმირონი, უმეტეს შემთხვევაში ეს „გმირობები“გამოგონილია და მასებში მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასე გვასწავლიდნენ პავლიკ მოროზოვის გმირობას, რომელმაც მშობლები გასწირა ბოლშევიკების გამო. იგივე ზოია კოსმოდემიანსკაია, რომელმაც რეალურად სოფელი გადაწვა, სოფლის მოსახლეობა ზამთარში თავშესაფრისა და საკვების გარეშე დატოვა. იმ სოფლის გამწარებულმა მაცხოვრებლებმა კი ჩამოახრჩეს. პროპაგანდამ იგი ფაშისტებთან მებრძოლ გმირად აქცია ..
http://armada.ge/?p=127946 This post has been edited by Moen17 on 25 Jul 2016, 12:27