ანეკდოტი გამახსენდა.
ლექციაზე ლექტორმა, მზეო 4 მილიარდი წლის შემდეგ ჩაქრებაო.
ახალგამოღვიძებულმა სტუდენტმა შეშფოთებულმა, როგორო, ჩაქრებაო, როდისო? ( შეშფოთებული ხმით) ლექტორმა ხოო, ჩაქტრება 4 მილიარდი წლის შემდეგო.
უუჰო, ამოისუნთქა სტუდენტმა, უჰ რა კარგია, მე მომესმა 4 მილიონი წლის შემდეგო.
ანუ მილიონი და 4 მილიონი წელი რაღაც მაინც უფრო კონკრეტული თარიღია აპოკალიფსისთვის, ცოტაა 4 მილიონი წელი სამყაროს აღსასრულისთვის, ეგე, 60 მილიონი წლის წინ დინოზავრები დაიხოცნენ და ლემურები სოროებიდან ხეებზე აძვრნენ.
მოკლედ ცოტაა 4 მილიონი წელი, რაა მილიონი წელი დედამიწისთვის, არაფერი.
ხოდა
მილიონი და 4 მილიონი თუ ცოტაა, რაღა პაწაწუნობაა 1000 ან 10 000 წელი?
10 000 წლის წინ ადამიანი ლასკას გამოქვაბულში ბიზონებს ხატავდა ჩემზე უკეთ, 1000 წლის წინ კი ბაგრატ მეფე პატრიარქს საკუთარ ცოლთან განქორწინების უფლებას სთხოვდა.
მოკლედ, არაფერია 1000 ან თუნდაც 10 000 წელი ისეთი მასშტაბის მოვლენისთვის, როგორიცაა ა პ ო კ ა ლ ი ფ ს ი.
არადა მეცნიერებამ სწორედ ეს თარიღი თქვა. ეს არც მაიას კალენდარია და არც ვანგა ან ნუსტრადამუსი.
ეს ჰოკინგია. ცოცხალთა შორის ყველაზე უფრო ცოცხალი და მოაზროვნეთაგან ყველაზე უფრო მოაზროვნე - ფიზიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი, კაცობრიობის ხელიხელსაგოგმანებელი ინდივიდი.
კატასტროფა აუცილებლად მოხდება, მისი ავტორი იქნება ადამიანი და ეს მოხდება 1000-10000 წლის ინტერვალშიო.
ის საკითხი, რაც მას ადრე არ დაუყენებია ალჩუზე, დღეს მთავარ ალარმად აქცია - ადამიანი დედამიწას მოკლავს!
ადამიანი დედამიწას სიცოცხლისთვის გამოუსადეგარს გახდის.
და ეს არ არის გადასწრებაზე ბრძოლა პროგრესსა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის. ეს არის ხანძარი დედამიწაზე, რომელიც უკვე გიზგიზებს.
ყველა პრაგმატული აზრი მიიღება, რომ დედამიწა სიკვდილს გადაურჩეს.
მაშ ასე
ჯერ
რა მოკლავს დედამიწას 1000-10000 წელის განმავლობაში?
1. ოზონის ხვრელის ზრდა
2. მაგნიტური ველის დაკარგვა
3. რადიაციული ქარიშხალი, რომელიც დედამიწიდან წყალს წარიტაცებს ( როგორც ეს მარსზე უქნია)
4. ატომური ომი
5. გაუდაბნოება სასოფლოსამეურნეო მიწების ზრდის ხარჯზე
6. გლობალური დათბობა
7. მსოფლიო ომი ენერგიის ხელში ჩასაგდებად მას შემდეგ, რაც ნავთობპროდუქტები გამოილევა
8. კლიმატური ზონების ცვლილება და აგროსაქმიანობის გეოგრაფიული აცდენა.
9. დემოგრაფიული ზრდა და საკვების დეფიციტი.
მაშ ასე, ეს დედამიწა ჩვენი გადასარჩენია.
მოვიფიქროთ რა ვქნათ?
სოფტ სევდა კაეშანი განწყობად.
https://www.facebook.com/DiscoveryourEarth/...44310052272656/ This post has been edited by axalirevolucia on 24 Jan 2016, 00:18
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!