ნუ, რესურს ამოწურული არ ვიცი, მაგრამ მაგ ფასში საერთოდ არ მოვა ნორმალური (მოვლილი) მერსედესი.
მე მყავს e320 124, 94-იანი.
და vitz-ი 2007.
სუპერ ფავორიტია მერსედესი, უბრალოდ ძალიან მაგარი მეგობარია

და საწვავის პონტში თითქმის ერთნაირად წვავს (პირველი გაზზეა)
მაგრამ იაპონურ მალალიტრაშკას გირჩევ ყველა პონტში

ჯერ პირველი ეკონომიურია და 2-3 წელი ალბათ არც შეხვალ პროფილაქტიკაში.
მერე შედარებით პატარაა და პარკინგის მხრივ ტვინს არ ბურღავს როგორც მერსედესი.
მერე ყველა დეტალი და ნაწილი არის "სვეჟი". (ზედ რაც აყენია)
ტრასაზეც საკმაოდ საკაიფოდ დადის.
პატარა ძრავებია (ზომაში) და არაა რთული გასაკეთებელი.
ელექტრონიკა ფაქტიურად კომპიუტერი შეაერთე გაიგე რა სჭირს - გააკეთეა.
ახლა მერსედესი. ჩემი 320 ნაღდი გარბენითაა. შესაძლებელია კიდე 680 გაიაროს ისეთ ჯანზეა.
მაგრამ მინუსები - თუ რაღაცის გაფუჭებაა, შუა ქალაქში ჩერდები, ან საცობში, ან ხიდზე ან სადმე, იმიტომ რომ თU რამე სჭირს თითქმის
ვერ გაიგებ, სანამ არ გაჩერდები.
თუ დაიწყე - აკეთებ, აკეთებ და ფინალში აღარ გადიხარ. (მე გავედი, 4 წელიწადში

)
და მოგეხსენება, მაგ მანქანებზე ამბობენ უკვდავიაო.
პ.ს. პრავოდკა ხელში გატყდება. რეზინები გაპლასტმასებულია.
ბოლტები ჩაქვავებული. შუშის ამწევის კბილანები ტყდება.
კატუშკები და ჩიბუხები თავის პროვოდებიანა დასაცვლელია.
სალონი თუ ტყავისაა ნელნელა "ტყდება".
თუ ნაჭრის ალბათ გახეულია.
(ესენი თU გაკეთებული აქვს ყველა, იმას ვეძახი მოვლილს)
მოკლედ, ხვალამდე შემიძლია გაგრძელება.
იაპოშკას გირჩევ. პრაქტიკული რჩევაა.
This post has been edited by Link on 15 Aug 2016, 20:51