ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების პროექტის მეოთხე ეტაპი დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების პროექტის მეოთხე ეტაპი დასრულდა. საგრანტო პროექტის ფარგლებში, მეოთხე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა.
"იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე ყოფილ პატიმრებს ოჯახში ესტუმრა და მათ მცირე ბიზნესსაქმიანობის დაწყება პირადად მიულოცა.
რეგიონების მიხედვით გრანტი შემდეგნაირად გადანაწილდა: სამეგრელო − 10 გრანტი, აჭარა − 5 გრანტი, გურია და იმერეთი − თითო-თითო გრანტი. გრანტის მინიმალური თანხა ათას ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური − 4.800 ლარს. გრანტის მიღებისას სავალდებულო იყო ყოფილი პატიმრის 25%-იანი თანამონაწილეობა მატერიალური ან არამატერიალური ქონებით.
პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. მასში ჩართულნი არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარები. ამ პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. საგრანტო პროექტით სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების დარგები დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოთხივე ეტაპზე 60 ბიზნესიდეა დაფინანსდა. ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. უახლოეს ხანში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ბიზნესინიციატივები 72 ათას ლარამდე თანხით დაფინანსდება. პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა თბილისის გარდა მიმდინარეობს გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში", - ამის შესახებ ინფორმაციას "დანაშაულის პრევენციის ცენტი" ავრცელებს.
http://www.ipress.ge/new/42492-yofil-patim...-etapi-dasruldaრავი სიმართლე რო ვთქვა კარგად ვერც გავიგე რა მოხდა , მარა ესეთი ხალხი რო უნდა იყოს საზოგადოებაში დაბრუნებული ეგ კი ვიცი
და თუ სახელმწიფო ან არასამთავრობო რამე ხელს შეუწყობს ძალიან კარგი იქნება
კაცს შეეშალა და მოიხადა მერე რაც დააშავა იმის სასჯელი
მთელი ცხოვრება ეძახო ნაციხარი ხარო , თან ვინ ეძახის , შეიძლება ვინც თავისუფლებაზეა ათჯერ მეტი საფრთხის წარმომაგენელი იყოს საზოგადოებისთვის
ეხლა ისეთ დამნაშავეებზე არ მაქვს ლაპარაკი , რასაც მძიმე დამნაშავეები ჰქვიათ
მოკლედ კარგია თუ ასეთ ადამიანებს ეხმარებიან და დაეხმარებიან მომავალშიც