მოგესალმებით მეგობრებო.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი მწარე გამოცდილება ტოტალიზატორ lasvegas-bet.ge -სთან.
კერძოდ, რამდენიმე ბილეთში გამიუქმეს გამოცნობილი თამაში და კოეფიციენტი ჩამითვალეს 1-ის ტოლად.
(იხილეთ სქრინშოთი).
პერიოდულად ვრეკავ ცხელ ხაზზე და პასუხი არის ერთი და იგივე: ''თამაში გაუქმდა იმიტომ რომ ითამაშა სარეზერვო გუნდმა". მესაუბრება ოპერატორი, რომელსაც აკლია კომპეტენცია ამ თემასთან დაკავშირებით, ხოლო ტექნიკურ ჯგუფთან დაკავშირებაზე უარს აცხადებენ. ყველა დარეკვაზე მეუბნებიან ''განვიხილავთ და გადმოგირეკავთ, მაგრამ აღარ რეკავენ.
ისღა დამრჩენია, გავასაჯაროო ჩემი პრობლემა და ვიქონიო საზოგადოების მორალური მხარდაჭერის იმედი.
პერიოდულად გაცნობებთ თუ რამე შეიცვლება.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)