#48442605 · 26 Jul 2016, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას კარგად გვახსოვს უდენობის პერიოდი და მაშინდელი მახინაციები მოსახლეობის, მაგრამ ჩემს ოჯახს პატიოსნად ქონდა დენი (გრაფიქით ხან საერთოდ არ ქონდა) და რასც მოვიხმარდით წერდა სოჩიკი მაგრამ ვალი საკმაოდ დაგროვდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (ვარდების რევულუცია) თელასმა თავისი კუთვნილი თანხა მოითხოვა. მაშინ მშობლები მუშაობდნენ მე კიდე სკოლის მოსწავლე ვიყავი. დაიდო ხელშეკრულება რომელიც განაწილებულია დიდ დროზე (ზუსტად ხელშეკრულებაში რა წერია და როდის დაიდო არ ვიცი მაგრამ არქივში უნდა ვნახო რადგან ჩემი პირი დაკარგული აქვს მშობლებს ) თანხა სადღაც არის 2000 ლარამდე ეხლა დარჩენილი, ვიხდი მე რადგან მშობლები აღარ მუშაობენ და ჩემი გადასახდელია ეს თანხა.
ამასწინათ კიდე მეგობართან მოვკარი ყური რომ ძველი რაღაც ვალები ადრე გაუბათილესო ხალხსო და რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? მაინტერესებს არის თუ არა შანსი იმის რომ ეს ვალი გავანულო და აღარ მიწევდეს გადახდა ამ ზედმეტი თანხის.
--------------------
თუ მოიტყუები ნუ დაგავიწყდება მაინც.
|