თამაზ მეჭიაური - „ოცნების“ მაჟორიტარობის ბევრ კანდიდატს რუსეთში აქვს ბიზნესი „გახურებული“ და ნატო-ს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის
11:56 25-07-2016
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ბევრ კანდიდატს გაუჭირდება ამომრჩეველს ნატო-სადმი თავისი ერთგულება დაუმტკიცოს.- ბევრ მათგანს რუსეთში ბიზნესი აქვს „გახურებული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
„ბევრ მათგანს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი და მგონი დასავლეთში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში ნამყოფიც არ არის. როცა ვკითხავ, რა აქვთ საერთო რებრენდინგირებულ „ქართულ ოცნებასთან“, ასევე“ ნაციონალურ-რესპუბლიკურ პარტიასთან“, საინტერესოა რას მიპასუხებენ? ახალი სინდიოზი შეიქმნა ახალი სახეებით, რომლებსაც დაემატათ პოსტსაბჭოთა სახეები
დეპუტატი ეჭვობს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ კარგად აღარ აფინანსებს და პარტია „ფულიან მაჟორიტარებს“ ეძებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხვდა „ოცნების“ მაჟორიტარების სიაში ომარ ნიშნიანიძე, მეჭიაურმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, ნიშნიანიძეს ფული არ აქვს და თავის საარჩევნო კამპანიას ვერ იფინანსებს“.

კაი კაცია მეჭი....გულწრფელია საუბრისას.