#48616389 · 19 Aug 2016, 20:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემთხვევით წავაწყდი ამ დოკუმენტურ ფილმს და ბოლომდე ვუყურე,შთაბეჭდილებები ურთიერთ საწინააღმდეგო მქონდა,ჯერ კიდევ მაიდანის დროს უკრაინელი ერის თავისუფლებისადმი დაუოკებელმა სწრაფვამ უდიდესი პატივისცემით განმაწყო და დღემდე მასეა,მაგრამ რევოლუციებს აწყობენ გმირები და სარგებლობენ ნაძირლებიო ზუსტად ზედგამოჭრილია ამ შემთხვევაშიც,იქ ისევ კორუფცია და განუკითხაობა მძვინვარებს,თანამდებობებზე მომჯდარიჩინოვნიკები ისევ ისქელებენ ჯიბეს,ხალხს კი ისევ უჭირს,ქვეყანა დააქუცმაცეს პუტინის აპალჩენცებმა და ყველაზე ლამაზი მხარე ყირიმი ანექსირებულია რუსეთის მიერ,რა რეაქცია მისცა ამაზე ევროპამ და შტატებმა?მორცხვი და არაეფექტური ნაბიჯებით დიდი ვერაფერიც ვერ ქნეს,რუსული სისხლიანი პოლიტიკა ისევ აზიანებს უკრაინას,არავინ იცის როდის განახლდება სრულმასშტაბიანი ომი,რომელიც ისედაც დასუსტებულ ქვეყანას უფრო ასუსტებს,პარალელი ჩვენთან რომ გავავლოთ მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება და თბილისიდან 20 კილომეტრში რუსული ბაზები დგას არავინ იცის როდის ამოქოქავს და დაიძვრება დედაქალისკენ რუსული ურდოები,ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ,ბლომად სისხლი ვღვარეთ მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად გვაქებენ ჩვენი პარტნიორები ანუ ვევასებით როგორც კაი ტიპები,გვეძმაკაცებიან მაგრამ საძმოში ანუ ნატოში არ გვიღებენ,ისევე როგორც უკრაინას,ხოდა ლოგიკური კითხვა მაქვს,ბიძინა კი არა,მგონია ევროპას და შტატებს უნდათ რომ უკრაინა და საქართველო რუსეთმა ტრაკში გამოისვას და ბოლომდე გაფარჩაკოს,თქვენ რას ფიქრობთ?
ფილმის ლინკი ესაა
This post has been edited by არმეძებო on 19 Aug 2016, 20:35
|