ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გუშინ ლანჩხუთს სტუმრობდა. სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, მისი სტუმრობის მიზანი, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სკოლის ეზოში მდებარე ასწლოვანი ჭადრის ხე იყო.
ივანიშვილი სოფელში გუშინ, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ათავილიერებდა მიმდებარე ტერიტორიას: "მანქანით მოვიდა, ეზოში დიდხანს უტრიალეს ჭადრის ხეს, მერე მდინარეს გადახედა, რომელიც გვერდით ჩაუდის სკოლას და უკან გაბრუნდნენ. ძალიან გვინდოდა ახლოს მისვლა, მაგრამ საშუალება არ მოგვეცა"-გვეუბნებიან თვითმხილველები.
ჩიბათის სკოლის დირექტორი, მამუკა იმნაიშვილი აცხადებს, გუშინ მას სკოლის ეზოში ექს-პრემიერი არ უნახავს, რადან არასამუშაო დღე იყო და სახლში ადრე წავიდა, თუმცა ის, რომ ივანიშვილი ჩიბათში იმყოფებოდა, სოფელში ამაზე საუბარი მოისმინა:
"პირადად მე მაგ დროისთვის სკოლაში არ ვიყავი. ოლიმპიადა ტარდებოდა და 2 საათისთვის წამოვედი სკოლიდან. რამდენიმემ თქვა, რომ ბატონი ბიძინა იმყოფებოდა სოფელში. თუმცა, ცოტა უცნაურად მეჩვენება მოსულიყო სკოლის ეზოში, ხის სანახავად. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით"-გვითხრა იმნაიშვილმა.
კითხვაზე, რა პოზიცია ექნება, თუ სკოლის ეზოდან ყოფილი პრემიერი ასწლოვანი ჭადრის გადარგვას მოითხოვს, გვპასუხობს, რომ ჭადრის ხე სკოლის ეზოშია,ის სკოლას და ბავშვებს ეკუთვნით და სხვა გადაწყვეტილების თაობაზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=21377როგორ უყვარს ამ კაცს ბუნება
მარა ამას რა გადარგავს?


დიდი ხეები გადამალეთ