#48453518 · 28 Jul 2016, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
......................
რამდენიმე საათში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა დაანონსდა.
ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა. მთავრობის მეთაური მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში.
პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს, - ნათქვამია განცხადებაში. ------------
აშკარად კარგი ნაბიჯია პრემიერის მხრიდან
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ჩავაგდოთ მერე ახალი ლინკები რამეები!
This post has been edited by Choncxis mzera on 28 Jul 2016, 11:45
--------------------
მაქს ებერლი: "არა, დამიჯერეთ, მე რაღაცას ვხედავ ვინსენტ კომპანიში."
|