-ნატო არ არის მხოლოდ დროებით სამხედრო ინტერესებზე და მასში შემავალი ქვეყნების მეტ უსაფრთხოებაზე გათვლილი ალიანსი, არამედ მასში შემავალ ქვეყნებს სულ მცირე არსებით საკითხებში მაინც უნდა ჰქონდეთ თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ერთიანი ხედვა, რომელშიც თურქეთი თითქმის მაქსიმალურ წინააღმდეგობაშია და ბოლო დროინდელი მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ ამ ალიანსთან საერთო არაფერი აქვს. თუ არ ჩავთვლით ინფრასტრუქტურას, ბოლო დღეების თურქეთი არაფრით განსხვავდება, კადაფის ლიბიის, ხუსეინის ერაყის და ასადის სირიისგან, იმაშიც მგონი ეჭვი არავის გეპარებათ რომ ეს ადამიანი მზადაა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნახევარი თურქეთის გასაჟლეტად და ჩემი აზრით მოვლენები ასე თუ განვითარდა კადაფის სცენარი ბევრად უფრო გამარტივდება თურქეთში იმის ფონზე როდესაც ერაყი/ლიბიისგან განსხვავებით თურქეთში გაცილებით მეტი პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანი ცხოვრობს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასე რომ ან თურქეთს დაახვევინეთ ნატოდან ან ჩვენი მიღების შემაფერხებელ ფაქტორად დემოკრატიის არასკმარის ხარისხს ნუ გვისახელებთ
This post has been edited by OKELA84 on 28 Jul 2016, 15:30