#48461412 · 29 Jul 2016, 12:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადაცემა "პრიორიტეტი"- პოლიტიკური მოძრაობა "ემსახურე საქართველოს " ლიდერი.
– მურმან დუმბაძე: მეჩვენება რომ ( განსაკუთრებით რეგიონალურ დონეზე) სხვა ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას), ისინი უბრალოდ ლოიალურები არიან არსებული მთავრობის მიმართ, ან თუ გამოთქვამენ კრიტიკას, მხოლოდ ინდივიდუალურ პერსონებზე, ისიც კოალიციის სუბიექტებიდან და არა მმართველი გუნდიდან. ამ მოცემულ სიტუაციაში ქართული ოცნება რჩება პირისპირ ნაციონალურ მოძრაობასთან ( ერთგვარი გარიგების ნიშნებით), ამიტომ გადავწყვიტე ამ ორივე ძალას დავუპირისპირდე, ალტერნატიული, ნადმვილი ოპოზიციური განწყობით, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ორივეს და არ ეშინია/არ აღიარებს მესიებს. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას( რეგინალურ დონეზე), რომელიც ღიად აკრიტიკებს ივანიშვილის,ღარიბაშვილის, აწ უკვე კვირიკაშვილს ან თუნდაც რეგიონის პირველ პირს. ისინი ძირითადად დაკავებული არინ ან ძველი ხელისუფლების კრიტიკით, ან ინდივიდების კრიტიკით ( მაგალითად რომელიღაც მინისტრის, რომელიც არ არის მმართველი გუნდის წევრი და არის კოალიციის სხვა სუბიექტის წევრი), რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო რომ ისინი ივანიშვილს ჯიბეში ჰყავს. ამას მოწმობს თუნდაც უკანასკნელ პერიოდში კონსტიტუციის უხეში დარღვევით ჯერ დანიშნული და შემდეგ უმაღლეს საბჭოში "ვითომ ოპოზიციური პარტიების" მხრიდან "გაპრავებული" და არჩეული ქართული ოცნების ახალი სახე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი თავმჯდომარე.
--------------------
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი
|