დიდი ხანია თემა არ გამიხსნია და ასე რომ სალამით

ახლა რაზე გაწუხებთ.
ვცხოვრობ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვცხოვრობ მანდ მთელი ჩემი სიცოცხლე რაც დავიბადე, ანუ 38 წელი. სულ ერთსა და იმავე ქოხმახში. გასული საუკუნის 60 იანებიდან მაგ ეზოს და ტერიტორიას დღედღეზე ანგრევენ და ბინებით უნდა დაგვაკმაყოფილონ (როგორც დაგვაკმაყოფილეს კი ხედავთ

). თუმცა კი იგივე 20 საუკუნის 90 იანების ბოლოდან მანდ დაიწყო მშენებლობის ბუმი, იმედი გაჩნდა აი დღეს თუ არა ხვალ ასიანი ბინას მივიღებთო. ნუ იქ რა სიტუაციები იყო და მშენებლები როგორ მაიმუნობდნენ და რა მაყუთებს ღუნამდნენ ეგ ცალკე ისტორიაა.
რგოლის ფორმის კორპუსების კომპლექსი დაიგეგმა იმ 90 იანებში მანდ რომ აშენებულიყო, მე მაგ რგოლის ნაწილში მოვხვდი. მაგრამ საქმე ისე წავიდა რომ ირგვლივ კორპუსები ამიშენეს და თითიც არ დაგვაკარეს იქედან რომ გავეყვანეთ, არა და სადაც ვცხოვრობთ იქ არის წარმოუდგენელი ხმაური, მტვერი(ბეტონის თუ რკინის შემცველობის), მიწის რყევა გაუთავებელი დიდი მანქანების მოძრაობით, რის გამოც ჩემი სახლი ისედაც რო არ ვარგოდა მთლად ამორტიზებული გახდა. პლიუს 2 გოთვერანი ბოზნესმენი მშენებლის პაექრობა ჩემი მიწის გამო და უგუნური 2 ჩემი მეზობელი მესაკუთრის უაზრო თამაში ამ ორ მშენებელთან. ხო და ამ მშენებლებმა იმდენი ქნეს რომ იმ უკვე აშენებული კორპუსის მოსახლეობა ააბუნტეს და ამ წლის გაზაფხულზე დიდი აქციების მოწყობაც დაიწყეს ჩვენს უბანში, მოთხოვნით შეწყდეს მშენებლობები ამ უბანშიო, ანუ ის გეგმა რომ წრიული კომპლექსი უნდა გაკეთებულიყო გაუქმდესო. ნაცვლად კორპუსისა ითხოვდნენ სკვერების აშენებას.
ერთი შეხედვით რაა აქ პოლიტიკური ხო? მაგრამ..
იმ გაზაფხულის აქციების ინიციატორები და წამყვანი ძალა იყვნენ ნაცმოს ადგილობრივი პარტაქტივი. სასტავმა დაჟე ნარმანიას ფიტული დაწვეს

. ერთი ხანობა კორპუსის მოსახლეობა აქტიურობდა და რო ნახეს რომ ნაცმოს მიტინგი გამოდიოდა ბოლოსკენ საერთოდ აღარავინ გამოვიდა მაგ მიტინგებზე გარდა ადგილობრივად მაცხოვრებელი ნაცმო აქტივისა.
მოკლედ რომ ვთქვათ ეგ აქცია ნაცებს ჩაეშალათ, ხალხის ნაკლები აქტიურობის გამო. თუმცა! ხალხმა ალტერნატიულად დაწერეს მოტხოვნა და გაუგზავნეს ნარმანიას სკვერებზე, რაც გუშინ წინდელი იმედის (შეგიძლიათ ნახეთ ეგ რეპორტაჟი იმედის ქრონიკაში 20:20 წუთზე გავიდა) რეპორტაჟის მერე გაირკვა რომ თურმე ნარმანიას ხელი მოუწერია ამაზე და მანდ უნდა გაკეთდეს სკვერი. მართალია ჩემს მესაკUთრე მეზობლებს ეგ არ მოეწონათ მაგრამ ერთი წაიბუზღუნეს და მორჩა. თუმცა სადა ხარ ჯერ

გუშIნ საღამოს რომ მივედი, ნაცემი სევდია დამხვდა მოსული უბანში "ხალხთან" შესახვედრად. მთელი ხალხი იყო მისი დაცვა, მისი პარტაქტივი, პლიუს ადგილობრივებიდან ნაცმოს უცნობილესი მხარდამჭერ კოორდინატორები, საერთო რაოდენობაში 15 დან 18 კაცამდე. არც ტელევიზია არც არაფერი ისე.
სევდია წასული არ მეგონა რომ ერთი მეზობელი ნაცი კოორდინატორი (ქალია და მეზობლებიც ქალები არიან ვისთანაც შევარდა) შემოვარდა ბღავილით არიქა დავიღუპეთ დავიღუპეთ, ნარმანიამ ოდის სკვერები უნდა ააშენოს უკვე ქუჩებს კეტავენო

ნუ გუშინ იქ პოლიტიკური სპექტაკლები მაყურებინესსსსსს არ მეგონა ლაივში თუ ამას როდესმე ვნახავდი, ვიღაცას დაურეკა პროკურატურით დაემუქრა, ნარმანიას გადავაყენებთო და რა ვიცი კიდე......
არა და! მაგ ხალხს ვისთანაც ეგ იდიოტი მივარდა, ეგ ტერიტორია კერძო საკუთრებაში აქვთ. კანონიერად ყოველგვაი დარღვევის გარეშე. მაგრამ ემოციურობით, ცოტა გაუნათლებლობით და სიბრაზით ის მეზობლებიც აწივლდნენ აკივლდნენ ვერ გაერკვნენ სიტუაციაში რომ საკივლელი არა აქვთ. მეორე მესაკუთრე მეზობელი ცდილობდა აეხსნა რამენარიად რამე მაგრამ მეეჭვება იმათ რამე შეეგნოთ.
ხო და ნაცმოს დაუგეგმია ამ შაფათს მანდ დიდი გამოსვლა დიადი მიტინგი უნდა მოაწყოს და მომვარდნენ მე ცუდად გვაქვს საქმე ნარმანიამოდისო და წამოდი მიტინგზე შაფათსო. იასნია მე დავაპაშოლე. ერთი თქვენი დედებიც მოვიკითხე და ნაცების ზედ მიგაყოლეთთქო. ნუ კულთურულად რათქმა უნდა

მოკლედ რომ ვთქვათ, ნაცებმა ჯერ ერთი მხარე ააყაყანეს მაგ უბანში, მერე მეორე მხარე, ორივე მხარეს მხარს უჭერენ და ეხმარებიან და.... ამ დროს ეს კვერცხი მთავრობა ამ იდიოტი ნარმანიას მეთაურობით კიდე ფლავსაც ვერ ჭამს. ეს ხალხი კიდე ბრბოს მენტალიტეიდან კიდე ვერ გამოვიდა.
ბოდიშით დიდი პოსტისთვის მეტადმოკლედ ვერ ჩავატიე