“მასწავლებელი, მთიან რეგიონებში გაცილებით უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული” – კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები იგეგმება, რათა სტუდენტებმა ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს მოთხოვნადია საქართველოში.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში განაცხადა.
”დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება, სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირეული ცვლილებები შევიტანოთ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, ოღონს ეს არ უნდა მოხდეს ის, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს მასწავლებელთა კორპუსს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა. მასწავლებელი, რომელიც მართლაც და გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში უნდა იყოს გაცილებით უფორ მეტად დაფასებული და რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მუდმივი გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. უმაღლეს განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ძირეულ რეფორმებს, რომ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ძალიან ბევრ რესურს ხარჯავენ იმაში, რომ 4 წელი ისწავლონ, არ ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს არ არის მოთხოვნადი საქართველოში, არამედ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია და პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების პარალელურად, უნდა განვითარდეს და ამაღლდეს პროფესიული განათლების პრესტიჟი.
”მკაფიოდ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ბევრი ნაბიჯი გადავდგით კიდეც. მასწავლებელი, რომელიც მართლაც და გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გაცილებით უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული”,- განაცხადა პრემიერმა.
http://primetimenews.ge/%E1%83%9B%E1%83%90...83%92%E1%83%98/ვნახოთ რა ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება