1. როცა ქალი გეუბნება, რომ მხოლოდ „მესამე“ ხარ მის ცხოვრებაში (მესამე პარტნიორი). პირველი იყო საქმრო, რომელიც სადღაც „რაზბორკაზე“ მოკლეს, მეორე კი (გული როცა ძლივს გაეხსნა კდემამოსილს ქართველური ადამიანობით) – დიდი ხნის უსიყვარულობის მერე გამოჩენილი – „შეყვარებულია“, რომელიც “მის თავს” “არ იმსახურებდა“ („ცხოველыыыыыыыыыыы“!).
2. როცა ქალი პერიოდულად და დაჟინებითი თხოვნით გავალდებულებს, რომ სთხოვო შენს მაღალჩინოსან მეგობარს სადმე დაასაქმოს („ნუ როდემდე უნდა ვიყო ასე სახლში გამომწყვდეული?.. სულ ყველაზე უბრალო სამსახურზეც ვარ თანახმა…“, „სხვა რამე ხომ არ მითხოვია შენთვის???“).
3. როდესაც რეგულარულად გეუბნება, რომ მის ირგვლივ სულ „პრიმიტივი“ მამაკაცები არიან, „პრიმიტიული“ ქათინაურებით, „პრიმიტიული“ გემოვნებით, რითაც ავტომატურად ხაზს უსვამს, რომ მისი ამჟამინდელი ბრინჯაოს პრიზიორი ყველაზე უფრო “არაპრიმიტიულია” (ბოლო ჯამში “დეგენერატი”).
4. როდესაც აღელვების და უქმადყოფნის მომენტში აცხადებს, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია სურს მივიდეს წირვაზე, მამაო სულ შენიშვნას აძლევს და ეს კიდევ სულ „ვერ ახერხებს“ (“ხან რა ხან რა ჩნდება!” – “ეშმაკს ებრძვის…”)… და 2006 წლის ზაფხულში, რომ ჩააბარა აღსარება, ის დღე არასოდეს დაავიწყდება… არასოდეს… არასოდეს… “ფიცავს”!
5. როცა გეუბნება, რომ ძალიან უყვარს კითხვა, უყვარდა, და ეხლაც, როგორცვე საშუალება ეძლევა, ყველაფერს კითხულობს: ხან დოსტოევსკის, ხან დოსტოევსკის, და ხან დოსტოევსკის „იდიოტს“… საერთოდაც „ძალიან განათლებულია… სულ ყველა ამას ხაზს უსვამს“.
6. როცა “ცაწკალს” სულ გოიმებთან უწევს ურთიერთობა – გაუნათლებელ, უწიგნურ მასასთან, „გეჟეებთან“…
7. როცა აკვიატებული აქვს, რომ ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა აქვს და 50 მეტრიდან უკვე ადამიანის სუნი რომ მოსდის (დასაბანის მით უმეტეს!)…
8. როცა მუსიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ ვერ იტანს… ყველაფერში „ფანდური რომ არ ჩაკვეხონ, განა არ შეიძლება?!“, „სხვა ჟანრს უსმენს…“, „არ შეიძლება ყველაფერში ნინო ჩხეიძეს დონეზე არ დავიდეთ?!“ და ა. შ. თვითონ ამჟამად უსმენს „ჯაზში გაკეთებულ ჰაიდნს“ ან კიდევ მედიტაციურ მუსიკას, შაკტი-მაქტი-ლაკშმი-დევანბხალ-კამასუტრას შესრულებით!
9. როცა „მაგრად ერკვევა“ (მისი თქმით) ცხოვრებაში, ფილოსოფია-ფსიქოლოგიაში და სოციოლოგიაში (ამ ყველაფერთან ერთად). ანუ ფლობს მთელ რიგ მარგალიტ-სტერეოტიპს. მაგალითად, „ყველაფერი ღმერთის ხელშია“, „ერთი ცხოვრება არავის შერჩენია-რააააააა, ვაბშე რომ იცოდე…“, „ჩვენ მაინც აზიატები ვართ…“, „მე სხვაგან ვერ წავალ, აი აქ მირჩევია ვიყო მშიერი და ჩემს ხალხთან ვიყო…“, “შენ თუ შენსას არ გაუფრთხილდები, სხვა სულ არ გაუფრხილდება”, “არც გოიმი ვარ, და კარგადაც ჩაცმაც მიყვარს, ქალურად, მაგრამ ტატუს არ გავიკეთებ!”…
10. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ „ძალიან ერთგულია“ და „იმავდროულად ძალიან თავისუფალია“. ერთგულია სამშობლოს, მმართველი პარტიის, ზნეობის, წინაპრების, პირველად დაწურული ღვინის, ქალაქის, სოფლის, მუნიციპალიტეტის, საფოსტო ინდექსის, დეცენტრალიზაციის რეფორმის, ოჯახის, ქართული ანბანის, სახლის „დაჯეჭყილი“ ღობის, მეუღლის შარპეის, იმ ერთად გატარებული წლების, და საერთოდაც, “მასში ეს ზის და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია ცხოვრება”.
P.S. მოკლედ, ამ ნიშნებიდან ყველა ერთად ქალს შეიძლება ვერც შეატყოთ, მარა რომელიმე თუ აღმოაჩინეთ, მაინც მოერიდეთ, რა იცით რა ხდება.https://sosomikeladze.wordpress.com/2015/09...3%9B-%E1%83%A8/ This post has been edited by გრძელფეხება-მამილო on 2 Aug 2016, 15:50