kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36695
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#47080571 · 22 Feb 2016, 16:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოხუმელი ჟურნალისტი: «მადლობა, საქართველო!»
18 February 2016 | 23:11:39 770 ენგურჰესსა და ზუგდიდში ამასწინანდელი მოგზაურობის შესახებ მკითხველს რეპორტაჟი «Sputnik Абхазия»-ს კიდევ ერთმა კოლუმნისტმა – ელეონორა გილოიანმა შესთავაზა. «აქცენტი» ამჯერად მის ქართულენოვან თარგმანს გთავაზობთ:
«ცუდი მოგზაური ვარ. სრულად ვარ შეყვარებული ჩემს სოხუმზე და თუ მას ვტოვებ, თან უკან დასაბრუნებელი ბილეთი უნდა მქონდეს. ასე რატომღაც უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.
გაიღვიძე და გაიქეცი
ჩვენი სოხუმური ცხოვრების ყოველი დილა ყავით იწყება. და არც ეს დილა იქცა გამონაკლისად. მე და ჩემი ოპერატორი ვდგავართ სოხუმის სანაპიროზე, ხმას არ ვიღებთ. საერთოდ, იშვიათად ვდუმვართ. ომის ორი შვილი – ახლა ორივე ერთზე ვფიქრობთ, მაგრამ ეს ერთ-ერთმა უნდა გაახმოვანოს. ეს მისია ჩემმა მეგობარმა, როგორც ნამდვილმა მამაკაცმა, საკუთარ თავზე აიღო.
— აცნობიერებ, რომ საზღვრის იქით გადავდივართ?
— ბოლომდე არა. მოდი, თოლიებს გადავუღოთ, - თავი ავარიდე საუბარს, აზრი კი გამომედევნა. მოკლედ, მივდივარ საქართველოში. სამსახურებრივად. კოლეგებთან ერთად, რომელთა შორის მეგობრებიც არიან. მაგრამ ...
მანქანაში მთელი გზა აფხაზური სიმღერები ისმოდა. სამხედრო და არც ისე. სიჩუმეა. ენგურამდე რომ მივედით, მძღოლმა ხმას აუწია. პატრიოტული გვირგვინი თავის ადგილზე დადგა. მე დამიდგა.
გამარჯობა, ენგურო!
აღმოსავლეთ საზღვარზე ხალხი რიგში ალბათ, იმდენივეა, რამდენიც წელიწადის ამ დროს – დასავლეთ საზღვარზე. უწყვეტი ნაკადით ხალხი ტოვებს ჩვენს ქვეყანას და ასეთივეთი ბრუნდება.
არ მეშინია, უცნაური შეგრძნება მაქვს მხოლოდ. ჯერ ერთი, ენგური ფსოუზე გაცილებით ახლოს აღმოჩნდა. მეორეც, სიცოცხლე იქ არა უბრალოდ იყო, არამედ დუღდა და გიპყრობდა: ხალხი ჩანთებით, ჩანთები ხალხის გარეშე, ფაციფუცი.
ჩვენ ამ ენგურული სიცოცლის განაპირას ვდგავართ. ფოტოებს ვიღებთ. ძველი ჟურნალისტური გვარდია ვლადისლავის ეპოქის ისტორიებს გვიყვება. მის ანგარიშზე ათობით საზღვრისპირა რეპორტაჟია — ისინი ჩენთვის გმირები არიან. უკვე მაშინ ვხვდები: სუსტი ვარ.
გადავდივართ საზღვარზე, ვხვდებით უსასრულო ხიდზე, სადაც ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება ურიკაა თითო ცხენით. ისევ ვიღებთ ფოტოებს. ვსხდებით მიკროავტობუსში და გეზს ვიღებთ ენგურჰესის დამბისაკენ.
რამდენიმე წუთში საბოლოოდ ვაცნობიერებ, რა მოხდა ახლახანს. უფრო ზუსტად, რა არ მოხდა: ველოდი, რომ ვნახავდი სხვა სამყაროს, მაგრამ ვნახე სხვა ომი.
სხვა ომი
მიტოვებული სახლები, ჩამსხვრეული მინები, ნანგრევებად ქცეული შენობები, საშინელი გზები. ერთი წამით მომეჩვენა, რომ განათლებაში დიდი თეთრი ლაქა მაქვს და გამომრჩა რაღაც ოფიციალურად დაფიქსირებული კონფლიქტი, რომლის დროსაც ვიღაცის მიერ ნადგურდებოდა სასაზღვრო (და შესაძლოა, არა მარტო) სოფლები.
ჩვენს ჟურნალისტურ მარშრუტს მთებისკენ მივყავდით. საქართველოში ისინი უფრო დაბალია – თითქოს ხელითაც მიწვდები. ყველა ფოტოებს იღებდა და წამით მცირე ტურისტული ჯგუფის წევრად ვიგრძენი თავი, რომელსაც უფასო საგზური ერგო. არა იქ, სადაც ვისურვებდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც წავა.
ჯვრის წყალსაცავი
სრული აღტაცება, სრული გაოგნება – ეს ყველაფერი შენს შესახებაა, წყალსაცავო. პირდაპირ ვთქვათ, შენზე უარესი წარმოდგენა მქონდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ შენ იქეცი ჩემი ხალხისთვის წვალების მიზეზად, ერთი ნახვით არ უნდა შემყვარებოდი. მაგრამ ვერ შევძელი. შენ რაღაცნაირი აბსოლუტური მტკიცებულება ხარ იმისა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. შენ წარმოუდგენლად დიდი ხარ, წარმოუდგენლად ლამაზი და თავადაც გავოცდი, რომ მომეწონა შენი ენერგეტიკა. მოკლედ, გულახდილად გეტყვი, რომ შემძლებოდა, თან წაგიღებდი, პატივცემულო წყალსაცავო. რატომღაც მგონია, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდი.
«ჩვენ ვღვინდებით, ღვინო ჯერ კიდევ არ ვართ"
მამაჩემმა ქართული იცოდა, ისევე, როგორც მისი თაობის ბევრმა წარმომადგენელმა – დაღვინების გარეშე წასული თაობისა. მაგრამ ამის შესახებ – ოდესმე, შემდგომში, ახლა – ჩვენს შესახებ. მიყვარს საუბარი იმაზე, რომ ადამიანურ ურთიერთობებში ორი გზა არსებობს: ან ვისოცკის, ან ბროდსკის. პირველ შემთხვევაში შენ პლანეტის ნებისმიერი მაცხოვრებელი გიყვარს, სანამ არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს. მეორეში – პირიქით, არ გიყვარს. დარწმუნებული ვარ, იმ ხალხს, რომელიც გვხვდებოდა, ვისოცკის სწავლებიდან გამომდინარე ვეკიდებოდით – ალბათ, ყველაზე საუკეთესო სწავლებიდან ჟურნალისტებისთვის. ჩვენ – ახალგაზრდა კორესპონდენტები, ყველაფერს უფროს თაობაზე მწვავედ აღვიქვამთ. არის ამაში რაღაც აუხსნელი, თუმცა თავად ჩვენ ეს ფაქტი რატომღაც სრულიადაც არ გვძაბავს.
შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ როცა ერთ-ერთმა ქართველმა ენერგეტიკოსმა ფართო ღიმილით გვაუწყა, რომ «ორიოდ წლის შემდეგ აფხაზეთი შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს» და პირობა დადო, რომ ამ მოსაზრებას ნებისმიერი სპეციალისტის წინაშე დაიცავდა, ჩემმა ოპერატორმა კედლების გადაღება დაიწყო, მე კი გავედი, რათა კიდევ ერთხელ მენახა დამბა. გამოგიტყდებით, მასთან გაცილებით უფრო დიდი სიამოვნებით მექნებოდა ურთიერთობა. მან იმდენი რამ იცის. იმდენ რამეს ინახავს!
ზუგდიდი
დამბაზე რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ისევ საზღვრისკენ ავიღეთ გეზი. ამოვიღე ყურსასმენები და საკუთარ სამყაროში გადანაცვლება გადავწყვიტე – იმ სამყაროში, რომელიც დედაქალაქების, რელიგიისა და ეროვნებების გარეშეა. სახლში დაბრუნება უფრო მათბობდა, ვიდრე მცხუნვარე მზე და ვაკარჩუკიც კი ყურსასმენებში თითქოს სწორედ ჩემს ბრძოლაზე მღეროდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ გრადსკისთვის უნდა მესმინა: ზურგსუკან მხოლოდ ერთი მოგებული ტაიმი იყო.
აი, შევდივართ ზუგდიდში. ეს უფროსმა კოლეგებმა მამცნეს, თავად ვერ მივხვდებოდი. გაუთავებელი სავაჭრო დახლები: პროდუქტები, ტანსაცმელი, წიგნები. «ფასთ ფუდიდან» გამომავალი სკოლის მოწაფეები. პარკი შადრევნით. მქონდა გრძნობა, რომ ამ ქალაქს ვიღაცამ დასცინა და მასში ყველაფერი ერთიანად ჩატენა, თანაც მაქსიმალური დისკომფორტით ყველასათვის. პარკში კაცის ჭაჭანება არ იყო – ისეა განლაგებული, ალბათ, ადგილი ქალაქის რუქაზე ხუთკაპიკიანის აგდებით შეარჩიეს. ბროდსკის იგივე სახელწოდების ლექსის გმირად - პილიგრიმად ვიგრძენი თავი...
ხალხის ნაკადში თვალებით ვპოულობდი მამაჩემის ასაკის მამაკაცებს. იქნებ ეს ესროდა ჩვენებს? ან იქნებ ის? ან იქნებ ორივე ერთად? არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელსაც ჩვენთან უომია და იმ აზრისგან, რომ ჩემგან ერთ მეტრში შეიძლებოდა, მტერი ყოფილიყო, ჩემი ცნობიერება თითქოს გადაიტვირთა საფრთხის მოლოდინში.
აღმოჩნდა, რომ რესტორანთან მივედით, სადაც უკვე გველოდა გაშლილი სუფრა. ორსართულიანი, ხით გაწყობილი შენობა, ცარიელი მასიური მაგიდებით და კიდევ უფრო მასიური სკამებით. მაგიდასთან პირველს არავის სურდა, დამჯდარიყო. უნდა ვაღიარო, თვალის დევნება კარგად ნაცნობი ადამიანებისათვის შეთავაზებულ პირობებში საკმაოდ საინტერესოა. თხუთმეტ წუთში ვიჯექით სუფრასთან. ჩვენი ჟურნალისტური დესანტის მამაკაცური ნაწილი ამაყად ამბობდა სადღეგრძელოებს აფხაზურად აფსნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, პასუხად კი ესმოდა რაღაც «ჩვენ ძმები ვართ»-ის მაგვარი. რესტორანი არ მომეწონა არც დიზაინით, არც ატმოსფეროთი, არც პუბლიკით. იმედი მაქვს, ის ზუგდიდში საუკეთესო არ არის. რაც შეეხება სამზარეულოს, მე მთელს კავკასიაში უგემური სამზარეულო არ ვიცი. ის თითქოს უბრალოდ არ არსებობს. ისევე, როგორც არც ჩემში არსებობს არც სურვილი და არც უფლება, შევაფასო საქართველო.
გზა ჩემს სახლში
სიბნელემ დაისადგურა ერთდროულად ფანჯრის მიღმა და ჩემში. გაიღვიძა პატარა გოგომ, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ როცა ბნელდება, დროა, შინისაკენ გასწიოს, თორემ დედა ინერვიულებს და ზოგაგადაც, პრობლემებს ვერ აუხვალ. სხვათა შორის, დედა გმირული მყავს. არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ჩემი ქალიშვილი რომ წასულიყო საქართველოში ყოველგვარი კავშირის გარეშე მთელი დღით. დედა კი მელოდა. ასევე მელოდნენ მეგობრები, კოლეგები, შეფი. და მათ ვერ გავაწბილებდი. ჩვენი კამპანია გასასვლელისკენ დაიძრა. ახლა – მართლაც სახლისაკენ. საზღვარი, საბუთები, ჩვენი მომღიმარი მესაზღვრეები.
— აბა, დაბრუნდით?
— რა თქმა უნდა, თქვენ რა, ეჭვი გეპარებოდათ?
— არა. როგორ მოგეწონათ?
— სახლი მოგვენატრა.
მადლობა, საქართველო!
ჩემს ქვეყანაში ჯერ არასდროს შემოვსულვარ ამ კარით. გულახდილად ვიტყვი, გრძნობები შერეული მქონდა. მეჩვენებოდა, რომ რაღაც უკანა შესასვლელით შემოვდიოდი. მე ეს არ მეკუთვნის. მხოლოდ გამონაკლისის სახით, ერთხელ, სამსახურებრივად. და მე ეს «ერთხელ» გამოვიყენე. მადლობელი ვარ საქართველოსი. ერთ დღეში ამ ქვეყანამ მეტი მომცა, ვიდრე სხვადასხხვა ლიტერატურის კითხვამ და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობამ. საქართველომ თავად მომცა არგუმენტები, რომლებიც არ მყოფნიდა.
ახლა შემიძლია, თავისუფლად მოვახდინო საქართველოს ასოცირება დიდი მშიერი ოჯახის უფროსთან, რომელსაც გულწრფელად ახარებს, რომ მეზობელი კიდევ უფრო მშიერია. და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეს სიმართლე. დიდი ხანია, ვისწავლე, როგორ არ წამოვეგო პროვოკაციებს და ვაქციე სოციალური ქსელები პოეტურ დღიურად მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულის ელფერით. მაგრამ ახლა ხელში მქონდა კოზირები ნებისმიერი იმ მოსაზრების წინააღმდეგ, რომ ჩემი ქვეყანა კვდება. მესმის, რომ ყველგან არის თავისი МКАД-ი [მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა] და ყველაფერი, რაც მას იქითაა, არასოდეს იქნება სიამაყის საგანი. მაგრამ მე, ალბათ, პირველი ვარ, ვინც მადლობელია «ამოტრიალებულის» ხილვისათვის.
საქართველო – ჩემი სიცხადე და სუბიექტურობაა. ჩემი პირადი საზღვარი «მე ვთვლი»-სა და «მე ვგრძნობს» შორის. და სწორედ ეს მაქცევს «მე»-დ. არ ვაპირებდი ორი ქვეყნის შედარებას არც მოგზაურობის დროს, არც მით უმეტეს ამ ტექსტის წერისას. ეს ის შედარებითი ანალიზია, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
ადგილი გვაქვს ჩვენ – ნაცემებს, მაგრამ გულახდილებს, ყველაზე მტკივნეული ბავშვური მოგონებებით. ისეთებს, როგორებიც ვართ. ისეთებს, როგორებიც გავხდით.
იცით, საზღვარი მართლაც ორივე მიმართულებით მუშაობს – ჩვენ ციხეში არ ვართ. ჩვენ იქ ვართ, სადაც მოვისურვეთ ყოფნა.
მე სახლში მინდა ყოფნა: აქ მაქვს საყვარელი სამსახური, ყავა დილაობით და ყველაზე ფოტოგენური თოლიები.
და შუქიო? - მკითხავთ... ჩემი ერთი წინაპრები გენოციდის მსხვერპლნი არიან, მეორენი – რეპრესიების, მაგრამ ყველა მათგანი უსაზღვროდ ძლიერი ადამიანი იყო სიმამაცისა და სიბრძნის ულევი მარაგით და თუ ჩემი განსაცდელი ელექტროენერგიის შეფერხებებია, მე მოვითმენ. რადგან სახლი – ეს არის ადგილი, საიდანაც ყოველთვის არის, სად წახვიდე, მაგრამ არასდროს გინდება".
|