მგონი, ეს საერთოდ არაფრის მაქნისი და ძალზედ ფუქსავატური ინსტიტუტია, უზომო, გაუმართლებელი ხარჯებით (მარტო იმ მიშაკლდამის აშენება რა ღირდა და ეხლა მისი შენახვა კიდე)... ჩვენ არ ვართ ინგლისის შესაძლებლობების ქვეყანა, თავის თოჯინა მონარქს ათეული და ასეული მილიონებით რომ ინახავს ყოველ წელს...
კონსტიტუციაში რაცაა გაწერილი პრეზიდენტზე დღესდღეისობით, ეს ყველაფერი რეალურად დეკლარაციული, ცერემონიალური ხასიათისაა, რეალურად პრეზიდენტი ხელისუფლებაში ნოლია და ლაქლაქის მეტი სხვა ფუნქცია აღარც აქვს დარჩენილი...

პ.ს. კიდევ ის გამახსენდა, გუშინ აჩვენებდნენ პლასტელინას სასიძო პროკურატურიდან რომ გამოდიოდა, ისეთ მანქანაში ჩაჯდა, რომ აშკარად ეს პიპია საპრეზიდენტო ესკორტიდან იქნებოდა და რატომ უნდა ემსახურებოდეს ხალხის ფული ასეთ, მითუმეტეს დე-ფაქტო სიძეებს სახელმწიფო ჩინოვნიკებისა... არადა თავის დროზე რამხელა სკანდალი გამოიწვია იუთუბის ვიდეორგოლმა იმაზე, პლასტელინას შვილი რომ უბერავდა დაცვის მანქანაში... ეტყობა, ჭკუა იმ სკანდალიდან ვერავინ ვერ ისწავლა ან ხალხის დაკიდების კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ესაც...
This post has been edited by kodeqsi on 28 Jul 2016, 22:31
მიმაგრებული სურათი
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...