ბრაზილის ქალაქ რიო დე ჟანეიროში 5 აგვისტოს სტარტს იღებს რიგით 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
ჩვენი დელეგაციის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება და მედლებსაც უპირველეს ყოფლისა ავთოსგან და მისი თანაგუნდელებისგან ველით.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რიოში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:
-60 ამირან პაპინაშვილი (6 აგვისტო)
-66 ვაჟა მარგველაშვილი (7 აგვისტო)
-73 ლაშა შავდათუაშვილი (8 აგვისტო)
-81 ავთანდილ ჭრიკიშვილი (9 აგვისტო)
-90 ვარლამ ლიპარტელიანი (10 აგვისტო)
-100 ბექა ღვინიაშვილი (11 აგვისტო)
+100 ადამ ოქრუაშვილი (12 აგვისტო)
ვიცოდეთ ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტები:
შოთა ჩოჩიშვილი
XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი).

შოთა ხაბარელი
XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი).

დავით ხახალეიშვილი
XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა).

ზურაბ ზვიადაური
XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი).

ირაკლი ცირეკიძე
XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი).
]ლაშა შავდათუაშვილი
XXX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2012, ლონდონი).

რაც შეეხება ოლიმპიადაზე ჩვენი ძიუდოისტების სატურნირო ბადეებს, წილისყრისთანავე დაიდება ეს ბადეებიც.
აბა მინიმუმ ორი ოქრო გვეზეიმოს ამ თემაში
This post has been edited by aimo on 11 Jul 2016, 19:00
მიმაგრებული სურათი