ბიჭებს გაუმარჯოს!
მე მეგონა მარტო მე არ შემოვდიოდი ამ თემაში...
ჩამოვედი, მოვახტი ჩემ ბებეროს და იმანაც ეტყობა იგრძნო ჩემი ჩამოსვლა და ეგრევე აიტკივა რაღაც რაღაცეები.
ამ ეტაპზე ელექტრიკთან დგას შემდეგი სიმპტომებით:
სიარულში ამინთო აკუმულატორის ზნაჩოკი, მივხვდი რომ ჩამექრო ვეღარც დავქოქავდი და ეგრევე წავედი დინამოს/სტარტერის უცნობ ხელოსანთან.
ხელოსანმა სტარტერზე დენი არ მოდის საერთოდ და უნდა შეიცვალოსო. უკვე მოხსნის პროცესში სანამ მე დავგუგლე და რუსული პოსტები გადავიკითხე, აღმოვაჩინე რომ 22 მცველია დამწვარი, 10 ამპერიანი. მცველს უწერია "Engine control" (ძრავის მართვა).
ამასობაში შევცვალეთ სტარტერი, მე მცველი შევცვალე და დაიქოქა მანქანა. დინამო ზარიადკას აძლევს, 14.3V.
მეორე დღეს ზუსტად ისე ამინთო პრიბორზე აკუმულატორის ნიშანი და კარობკის ინდიკატორი ჩარჩა D-ში. ზადნიში ვერ ვაგდებ, P-ში ან სხვა სიჩქარეში რომ გადამყავს სელექტორი პრიბორზე მაინც D-ს მიწერს. 22 მცველი ისევ დამწვარია. ანუ დავასკვენი, რომ რაღაცა წვავს 22 მცველს, რის გამოც კარობკას გონია რომ D-შია და სტარტერს დენი არ მიეწოდება.
მივიყვანე ელექტრიკთან. ფაქტია რომ სადღაც რაღაცა ამოკლებს. ჩემი VIN კოდით WDS-ში ვიპოვეთ რაზე დგება ეს 22 მცველი:
-ძრავის ზეთის დონის დატჩიკი (კარტერზე)
-დიზელის გათბობა (დაქოქვისთვის)
-დინამო (ზუსტად რა ეწერა დინამოზე არ მახსოვს, წესით დინამოს 10 ამპერიანი მცველი არ უნდა ქონდეს...)
-კარობკის პოტენციომეტრი
ამ ოთხიდან, ზეთის დაჩიკის კაბელი ისედაც ჩაჭრილი და გაუქმებული იყო და ვერ დაამოკლებდა; დიზელის გათბობა გავთიშეთ, თან ელექტრიკმა ამ გათბობის რაღაცა გაქექილი პროვოდი იპოვა, ამას დააბრალა და ეგეც გათიშა; კარობკის პოტენციომეტრი შევცვალე.
დავქოქე, გავიარე 100 მეტრი და ისევ მინთებს პრიბორი.
დიდი პოსტი გამომივიდა, უბრალოდ გიჟს ვგავარ უკვე, რას მივადგე აღარ ვიცი. თან ახალი წელი მოდის, ჯერ ისედაც ვერავინ ვერ იცლის საქმისთვის და ეხლა 3 რიცხვამდე კაციშვილი არ იქნება ვინც მიხედავს მანქანას.
რამე იდეები თუ გაქვთ ვინმეს გამიზიარეთ, თუ არა და ისე დაწერეთ რამე, გულს მაინც გადავაყოლებ