ფონდმა “იავნანამ” 2011-2015 წლებში შემოწირულობებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან 7 416 413 ლარი მიიღო და ამ თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, რაც 2 036 522 ლარია - ფონდმა შეიძინა ბინები, სტუდენტებს დაუნიშნა სტიპენდიები, გასწია სხვადასხვა სახის დახმარებები, დაეხმარა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.
გარდა ამისა, დოკუმენტების მიხედვით, 2011-2015 წლებში ფონდმა ხელფასების სახით გასცა 1 756 281 ლარი, ქველმოქმედებისთვის კი ამავე პერიოდში დახარჯული აქვს 2 036 522 ლარი. გავრცელებულ მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო ანგარიშებიდან 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო სატრანსპორტო საშუალების შესაძენად.
ხელფასებში დაიხარჯა 1 756 281 ლარი; კომუნიკაციებში – 139,409 ლარი; მივლინებები და საკანცელარიო ხარჯები – 171,106 ლარი; საწვავი – 152,447 ლარი; მანქანის რემონტი – 35,488 ლარი; სხვა ხარჯები – 818,467 ლარი. სულ, ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 3 073 198 ლარი შეადგინა.
http://2030.news/?newsid=11318პოსტერი გაუჩითეს
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)