პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის ხარჯები საიდუმლო არ არის. ინფორმაცია „აიპრესს“ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა წესის დაცვით მიაწოდეს, თუმცა გაწეული ხარჯების დანიშნულება საკმაოდ საინტერესოა...
ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში შეხვდებით საზოგადოებისთვის უცნობ სხვადასხვა პორტალებს, რომლებისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი, დაფინანსებულია სხვადასხვა უნივერსიტეტების პროექტები, მათ შორის ისეთები, რომლებსაც, წესით პრეზიდენტის ფონდიდან დამატებითი შემოსავალი არ უნდა სჭირდებოდეს... პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებულებს შორისაა ადვოკატთა ასოციაცია და მოსამართლეთა არასამთავრობო ორგანიზაციები. თანხები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და მილიონებს აჭარბებს...ამაზე, ცოტა მოგვიანებით, დღეს კი თქვენს ყურადღებას იმ ინსტიტუტზე შევაჩერებთ, რომლის რექტორი თავის დროზე თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო...
„აიპრესმა“ 2016 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართა, საიდანაც გამოითხოვა ინფორმაცია 2013 წლის 27 ოქტომბრიდან დღემდე „საპრეზიდენტო ფონდიდან“ რა თანხებია დახარჯული, რა პროგრამები და პროექტები დაფინანსდა.
პრეზიდენტი მარგველაშვილი და GIPA...„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ინსტიტუტია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ ინსტიტუტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ის გახლდათ GIPA-ს რექტორი 2000-2006 და 2010-2012 წლებში, 2006-2010 წლებში კი ამავე ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი, 2011 წლის საჯარო ამონაწერის მიხედვით კი აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
როგორც საპრეზიდენტო ფონდის ხარჯების მიხედვით ირკვევა, გიორგი მარგველაშვილს GIPA-სთან ურთიერთობა არც პრეზიდენტობის დროს გაუწყვეტია...
1) საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 2015-2016 წლებში, საერთო ჯამში, არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA), სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული აქვს 331, 939 ლარი.
2) საქართველოს პრეზიდენტის N20/11/02 2015 წლის 20 ნოემბრის განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან GIPA-ს პროექტის „სადისკუსიო კლუბის“ განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 23 700 ლარი გამოყო.
3) საქართველოს პრეზიდენტის ასევე N08/02/02 2016 წლის 8 თებერვლის განკარგულებით, GIPA-ს პროექტის - კონფერენციის „საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევების“ განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 008 ლარი გამოყო.
4) საქართველოს პრეზიდენტის N27/01/02 2016 წლის 27 იანვრის განკარგულებით, GIPA-ს პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 296 231 ლარი გამოიყო.
როგორც ოფიციალური წერილიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილმა ინსტიტუტს, რომლის რექტორიც პრეზიდენტობამდე თავად იყო, საპრეზიდენტო ფონდიდან, სამი პროექტის განსახორციელებლად ჯამში 331 939 ლარი გამოუყო.ინფორმაციის უფრო დეტალურად მისაღებად „აიპრესმა“ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ (GIPA) 2016 წლის 23 ივნისს წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია:
2015 წლის 20 ნოემბერს, პროექტის „სადისკუსიო კლუბის“, 2016 წლის 27 იანვარს პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმისა“ და 2016 წლის 8 თებერვალს, პროექტის - კონფერენციის „საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევების“ განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა GIPA - ს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო ჯამში 331 939 ლარი.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია, რამდენი ხანი გრძელდებოდა აღნიშნული პროექტები და რამდენი ადამიანი იღებდა მასში მონაწილეობას“.
2016 წლის 28 ივნისს „აიპრესმა“ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან“ (GIPA) ოფიციალური წერილი მიიღო. სადაც აღნიშნულია რომ, პროექტი „სადისკუსიო კლუბი“ ითვალისწინებდა კვირაში 2 შეხვედრას ექსპერტებთან, რომელიც ჩატარდა თბილისში. მისი ხანგრძლივობა 6 თვე იყო. მასში ჩართული იყო 15 სტუდენტი სხავადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და რელევანტური დარგის ექსპერტები.
კონფერენცია „საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევები“ გუდაურში ჩატარდა, რომელიც 3 დღიანი იყო. მასში მონაწილეობა მიიღო სხავადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 15-მა სტუდენტმა და რელევანტური დარგის ექსპერტებმა.
"სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ 11 თვიანია პროექტია, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პერიოდისთვის პროექტში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით პროექტი მიმდინარეა, რის შედეგად მომზადდება სამეცნიერო კრებული, ხორციელდება რადიო გადაცემები GIPA Radio-ს მიერ, ასევე მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის გადაღება, სადაც ასახული იქნება ყველა აქტივობა, - ნათქვამია გამოგზავნილ წერილში.
პრეზიდენტი მარგველაშვილი და GIPA + „არს ვივენდი“კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, გახლავთ არასამეწარმეო იურიდიული პირი „არს ვივენდი“...
„არს ვივენდის“ გამგეობის წევრებს შორის, მმართველობით ორგანოში გვხდება ნათია ჭიღვარია, რომელიც მარგველაშვილის რექტორობის პერიოდში სწორედ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) გამგეობის საბჭოს მდივანი იყო. ნათია ჭიღვარია, პარალელურად, GIPA- ს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უცხო ენების სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი და GIPA-ს სადოქტორო პროგრამის კოორდინატორია. ინფორმაცია ამის შესახებ ინსტიტუტის ვებგვერდზეა განთავსებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „არს ვივენდის“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2014-2016 წლებში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად ასევე სოლიდური თანხები გამოუყო.
1) საქართველოს პრეზიდენტის N21/11/05 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით, არასამეწარმეო იურიდიული პირის - ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის, კვებისა და განვითარების ცენტრს „არს ვივენდის“ ძალადობის მსხვერპლი და ადიქციური ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების, რეაბილიტაციისა და რესოცალიზაციისთვის დაგეგმილი პროექტის განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 84 660 ლარი გამოყო.
2) საქართველოს პრეზიდენტმა იმავე პროექტისთვის, 2015 წლის 1 მაისის N01/05/02 2015 განკარგულებით და 2015 წლის 30 ნოემბრის N30/11/02 განკარგულებით „არს ვივენდისთვის“ 141 115 ლარი და 152 302 ლარი გამოყო.
3) N11/02/01 2016 წლის 11 თებერვლის განკარგულებით, ძალადობის მსხვერპლი და ადიქციური ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის დაგეგმილი პროექტის განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 169 692 ლარი გამოყო.
ჯამში ოთხი პროექტისთვის საქართველოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „არს ვივენდის“ ნახევარ მილიონზე მეტი 547 769 ლარი გამოუყო.იმის დასადგენად, კონკრეტულად რაში დაიხარჯა თანხები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამდენიმეთვიანი პროექტისთვის 100 ათას ლარს აღემატება „აიპრესმა“ „არს ვივენდს“ მიმართა.
როგორც „არს ვივენდში“ განაცხადეს, ოთხი პროექტიდან ერთ-ერთი, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან 2016 წლის 11 თებერვლის განკარგულებით დაფინანსდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
რაც შეეხება დანარჩენ სამ პროექტს:
1) 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით პრეზიდენტის ფონდიდან „არს ვივენდის“ პროექტისთვის ჩარიცხულმა თანხამ 84 660 ლარი შეადგინა. როგორც „არს ვივენდისგან“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტი 2014 წლის 1 დეკემბრიდან, 2015 წლის 1 აპრილამდე მიმდინარეობდა.
2) 2015 წლის 30 ნოემბრის განკარგულებით დაფინანსებული ძალადობის მსხვერპლი და ადიქციური ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების, რეაბილიტაციისა და რესოცალიზაციისთვის დაგეგმილი პროექტი 2015 წლის 30 ნოემბრიდან 2016 წლის 15 იანვრამდე მიმდინარეობდა. პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 152 302 ლარს შეადგენდა, საიდანაც როგორც კომპანია „არს ვივენდის“ მიერ მოწოდებული აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა დაიხარჯა 111335,2 ლარი.
რაც შეეხება 2015 წლის 1 მაისს იმავე პროექტისთვის პრეზიდენტის მიერ გამოყოფილ თანხას, როგორც ზემოაღნიშნულიდან ირკვევა მან 141 115 ლარი შეადგინა. პროექტი 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე მიმდინარეობდა და დაყოფილი იყო 4 ეტაპად.
მეოთხე პროექტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის 11 თებერვლის განკარგულებით დაფინანსდა და „არს ვივენდის“ განცხადებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნიდან, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წელიწადში ორ კომპანიას, რომლიდანაც ერთ-ერთის (GIPA) რექტორი წლების განმავლობაში თავად იყო, დაფინანსების სახით ჯამში 879 708 ლარი გამოუყო...http://www.ipress.ge/new/39454-GIPA-ars-vi...ondis-milionebi This post has been edited by lamazi gogo on 29 Jul 2016, 22:48