http://netgazeti.ge/news/109068/ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია. თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული,”- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთრში გააკეთა.
და მერე ეს ვნახე
Guga Chapichadze
ბოდიში ყველასთან, ვინც აღფრთოვანდით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ამბით, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის.
რეალურად, ახალი სისტემა :
1. ისევ სავალდებულოა. სავალდებულო სამხედრო სამსახურს ცვლის სავალდებულო რეზერვი. რეზერვის სამივე კატეგორია (არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი) სავალდებულოა;
2. გაზრდილია ვადებიც - არმიის რეზერვის ვადა იქნება 3 წელი; ტერიტორიული რეზერვის ვადად განისაზღვრება - 5-დან 7 წლამდე, ხოლო სპეციალისტების რეზერვის(არააქტიური რეზერვი) ვადა - მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7 წელი;
3. ტერიტორიულ რეზერვში წაიყვანენ სავალდებულო სამხედრო სამსახურ გავლილ მოქალაქეებს, რაც ნიშნავს, რომ ერთხელ ნამსახურებ მოქალაქეს მოუწევს სახელმწიფოს წინაშე მეორეჯერ მოიხადოს ვალი; ხოლო სპეციალისტების რეზერვში (არააქტიური რეზერვი) აღირიცხებიან პირები, ვინც მოიხადეს ტერიტორიული რეზერვი, ხოლო ტერიტორიულ რეზერვში ის პირები, ვინც ერთხელ უკვე გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მოქალაქეს მოუწიოს მთლიანობაში 15 წელი მსახურება.
4. რეზერვის ამოცანებში წერია ფრაზა:" საკვანძო და მიმართულებების, ობიექტებისა და აღჭურვილობის დაცვა". ეს ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფო რეზერვისტებს ისევ "ვიშკაზე" დააყენებს.
5. შეიცვალა სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკიც. ამ კონცეფციით, მოქალაქეებს მოუწევთ გაწვევა არა 27 წლამდე, არამედ 65-მდე.
6. წვრთნის დღეებად წელიწადში მითითებულია 45-დან 60 დღემდე; სამხედრო სამსახურის ყოველ წელს, მოქალაქეს მოუწევს 3/4 შაბათ-კვირების გატარება სამხედრო ბაზებზე;
7. არაფერია მითითებული იმ მაღალი ტექნოლოგიების შეძენაზე, რაც თანამედროვე სახელმწიფოებში რეალურად ქმნის თავდაცვითუნარიანობას. არაფერია ნათქვამი რეზერვისტთა ანაზღაურებასა და სახელმწიფოს მხრიდან დაფასებაზეც. სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფებს დღეს სახელმწიფო 25-დან 75 ლარამდე მაინც უხდიდის. დიდია შანსი, რომ განსხვავებული სამუშაო სპეციფიკებიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა დაკარგოს სამუშაო ადგილები.
8. ეს "სისტემა" რეალურად უფრო მავნებლურია, ვიდრე ის სისტემა, რაც დღეს გვაქვს.
სულ გაგიჟდნენ?
This post has been edited by ბენი on 20 Apr 2016, 21:23