David.მიზანს გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ წესით ბაზრის კვლევა სტარტაპის ყველა სტადიაზე უნდა აწარმოო რაღაც დონეზე. ორ და სამ დღეში ბაზრის კვლევას ვერავინ დაგიდებს. ნუ ეს თუ მართლა გაინტერესებს ბაზარზე და კლიენტების თავში რა ხდება, ბანკის ან არაგამჭრიახი ინვესტორის დაბოლოება თუ გინდა დაჯექი და დაწერე შენით რამე ზღაპარი და მიახმარე გუგლიდან ამოღებული ინფორმაცია

გარეთ გასვლის და ხალხთან დალაპარაკების გარეშე გამორიცხულია კვლევა, თუმცა დალაპარაკებაც მეთოდურად უნდა იწარმოოს, უნდა გქონდეს საწყისი ჰიპოთეზა, მისი დამტკიცების გზები და შემდეგ შენი რესურსების შესაბამისი მეთოდი. დრო და გამოცდილება ჭირდება მაგას. თუ არა ეგრე ადგე და ხალხს უბრალოდ კითხო ეგ თუ გაინტერესებს და X ლარს თუ გადაიხდი მაგაში, ასე შორს ვერ წახვალ. ისე ადვილიც არაა ზემოთ რომ დაიწერა, ბაკალავრზე მარკეტინგის კურსის დავალება ხომ არაა ბაზრის კვლევაზეა საუბარი.
რაღაც რაღაცეების გარკვევა მართლა შეიძლება ინტერნეტით დღესდღეობით, განსაკუთრებით კონკურენტებს, ფასებზე, შემოთავაზებებზე და ა.შ. თუმცა ეგ სრული სურათი ნამდვილად არ არის.