Donskiაქამდე როგორი იყო პროცედურა:
უნდა მიგემართა არქიტექტურის სამსახურისათვის და ისინი აკეთებდნენ დასკვნას შეიძლება ამ ნაკვეთისთვის ზონის შეცვლა თუ არა;
მერე ასეთი საკითხები გროვდებოდა დაახლოებით 1 თვის განმავლობაში და იგზავნებოდა საკრებულოში;
საკრებულო თვეში ერთხელ მართავს სხდომებს და იქ განხილებოდა ყველა (ამ ერთი თვის განმავლობაში მოგროვილი) ნაკვეთებისათვის ფუნქციური ზონების შეცვლის საკითხი;
მერე ეს გადაწყვეტილება იგზავნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (რუკა ნორმატიული აქტია და შესაბამისად მასში ცვლილება ძალაში რომ შევიდეს უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურად, მაცნეს საიტზე);
და აი გამოქვეყნების შემდეგ გაქვს უფლება ხელახლა მიმართო არქიტექტურას და მოითხოვო უკვე შეცვლილი ზონისათვის დასაშვები შენობის სახეობებიდან რომელიმეზე მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების გაცემა (პირველი სტადია) ან პროექტის შეთანხმება (მეორე სტადია) ან/ და ნებართვის გაცემა (მესამე, ბოლო სტადია).
პ.ს. ალბათობას მე ვერ გეტყვი, გააჩნია ნაკვეთის მდბარეობას და მის გარშემო რა ხდება იმას