გიორგი პაპუაშვილის სკანდალურმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამართალდამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, ის ინსტიტუცია დააყენა ეჭვქვეშ, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც საკანონმდებლო სივრცე კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში, ეს კი არათუ ერთი კონკრეტული მოსარჩელის, არამედ თითოეული ჩვენგანის ყოფას შეეხება…
მოვლენების განვითარებამ კი გვაჩვენა, რომ არათუ მომავალში მიღებული საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, არამედ უკვე მიღებულიც, ვინაიდან მოსამართლეთა ერთმა ჯგუფმა თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში, პირიქით, პაპუაშვილი დაადანაშაულა სარჩელების სელექციაში ჩვეულებრივი და პოლიტიკური კონტექსტის საქმეებად, სადაც ამ უკანასკნელს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავდა და წყვეტდა.
ერთი სიტყვით, ამ დაპირისპირებაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრაკაციან შემადგენლობაში ხმები 5/4-ზე გაიყო. თავმჯდომარეს ხუთი მოსამართლე უპირისპირდება და ერთ-ერთი მათგანი ახალი ხელისუფლების პირობებში შერჩეული მოსამართლე, მერაბ ტურავაა.
სწორედ მასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ დღეს „პრაიმტაიმი“ და შევეცდებით, მკითხველისთვის უფრო გასაგები გავხადოთ ყველა ის პროცესი, რაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს:
– საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი მოსამართლეობის წელიწად-ნახევრის მანძილზე დავინახე, რომ სასამართლო განსხვავებულად უდგება სხვადასხვა საქმეს. ხდება გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით კი იმ საქმეების, რომლებსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს.
– პოლიტიკური კონტექსტი რომელ საქმეებს აქვს?
– „რუსთავი 2“-ის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეებს… ყველა ეს საქმე ძალიან ჩქარა იქნა ჩანიშნული და განსახილველად გადაცემული… ამას გარდა, ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ ხდებოდა, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში. ეს ჩემთვის გარკვეული ეჭვების აღმძვრელი იყო.
http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9...83%99%E1%83%9D/ * * *
გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე სარჩელს შინაარსი შეუცვალა – მერაბ ტურავა
http://kvira.ge/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9...83%93%E1%83%94/
მიმაგრებული სურათი