მოკლედ... არ მაქვს საკმარისი დამადასტურებელი საბუთები. მაგრამ აქ მინდა ყველა გავაფრთხილო ვინც წაიკითხავს.
მეც არ მეგონა რომ ამ სქემაში გავეხვეოდი. შეიძლება ეს უკვე მთელ ქალაქში გავრცელებული მექანისმია მომხმარებლების მოტყუების და მე ძალიან დავაგვიანე მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიტყვი/დავწერ.
დღეს ჩავასხი გალფში. საერთოდ პრავა ახალი აღებული მაქვს და პირველად/მეორედ ჩავასხი.
აშკარად ძალიან ცოტა ჩამისხეს... და მაგას არავინ ჩივის მერე რომ არ გამხსენებოდა მთელი სცენარი როგორ ჩავასხი ბენზინი.
ჯერ მითხრეს წინ მივწეულიყავი... როცა მივიწიე იმ დონეზე რომ ვერ დავინახავდი ციფერბლატს მითხრეს გავჩერებულიყავი...
კაი... ჩამისხეს 10 ლარის პრემიუმი. (ვითომ)
მეკითხებიან... "ჩეკი გინდა?"
ვეუბნები "კი"
მერე ხლაფორთობენ რაღაცას... ბოლოს ჩეკს მაინც არ მაძლევს ეს ... არ ვიცი რა დავარქვა...
მოკლედ ჩემი თმის მიუხედავად ჩეკი მაინც არ მომცეს...
ასე და ამგვარად... კაციშვილმა არ იცის რამდენის ჩამისხეს და რა...
ესეც შენი Gulf-ი

შემდეგ მისვლაზე მენეჯერის ძებნას დავიწყებ თუ მოვახერხე...
თუ არა მოვძებნი სხვანაირად...
კიდევ ერთხელ ეგრე თუ გამიჩალიჩეს იქვე მოუტრიალდები ვინც ჩამისხავს და თავ-ყბას გაუერთიანებ
აპინეთ ეს თემა რომ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს როგორ ატყუებენ ხალხს ბენზინ გასამართ სადგურებზე. This post has been edited by Roofus on 26 Jul 2016, 22:21
ხელმოწერის მოსაფიქრებლად კრეატიულობა არ მყოფნის...