ახლა შემხვდა ნაცნობი და ასეთ ამბავს მიყვება, მოკლედ ურეკში წავედით კრისტინა აგილერას კონცერტზე გვინდოდა დასწრება
20:15 - 30.ივლისი.2016
ახლა შემხვდა ნაცნობი და ასეთ ამბავს მიყვება, მოკლედ ურეკში წავედით კრისტინა აგილერას კონცერტზე გვინდოდა დასწრება და თან ცოტას დავისვენებთქო, წავედით ორი მანქანი, ორი ოჯახი ცოლშვილით 8 ადამიანი. .
ხოდა როგორც კი ჩავედით მივედით ბილეთების საყიდლად, ჩავდექით როგში კაი ორისამი საათი ვიდექით როგორც იქნა მოვიდა ჩვენი რიგი და უცებ გამოგვიცხადეს ბილეთები აღარ არისო, არადა ვხედავ ბილეთები უდევს გამყიდველს, აბა ეს რა არისთქო ვეკითხები???
ეგენი სხვისთვის არისო მიპასუხა.
ვინ სხვისთვის კაცო 3 საათია რიგში ვდგავარო.
რა ვქნა ასე მითხრეს, უკაცრავად მარა თქვენ ვერ მოგყიდთ ბილეთებსო ასე მითხრეს ზემოდან, დანარჩენი მე არ მევალება ეგ საკითხებიო.
მაშინ ვისაც ევალება იმას დაუძახეთქო გავბრაზდი.
ვერავის ვერ დავუძახებ და თუ შეიძლება მიბრძანდით ნუღარ მაწუხებთო.
ამის თქმაზე კიდევ უფრო გავბრაზდი, შევედი გვერდით შესასვლელი იყო, შევაღე ოტახი და რას ვხედავ ამ ოტახში ბერა ზის, ვიდეო კამერა უდგას და უყურებს ვინ შემოდის, ხელში რაღაცა ჯოისტიკივით უჭირავს რომელსაც წითელი და მწვანე ღილაკები აქვს და თუ დააჭერს მწვანეს იმას სემოუშვენენ და თუ დააჭერს წითელს იმაზე არც ბილეთს ყიდიან და შესაბამისად არც უშვებენ, შოკში ჩავარდი ეგ რომ დავინახე, მარა არავინ მაცალა მეტაკა დაცვა და გამომაგდო, რა უნდა მექნა დავჯექით მანქანაზე და წამოვედით თბილისში.
მე ვუთხარი აბა რა გეგონა, მასე ქნეს თითქმის ყველა კონცერტზე, მესი რომ იყო ჩამოსული მაშინაც თავისთვის წაიღეს ბილეთები და ახლა ბერას არენაზე რა გეგონა შეგიშვებნენ, ეგ ბლექ სი კი არა ბერა - არენაა, მისია, მამამისმა აუშენა და ვისაც უნდა იმას შეუშვებს, რომ მიდიოდი სად მიდიოდი ცხვარივით ჯერ გეკითხათქო.
რავიო, მე რა ვიცოდი მასე თუ იყოო...
ხოდა აწი გეცოდინებამეთქი.
http://blog.mediamall.ge/?id=57979#