მოგესალმებით.
მოკლედ არასდროს გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება, ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა მანქანის გაყიდვეს შემდეგ და ეგრევე აუქციონს ვუჯდებოდი....
სუბარუმ და ზოგადად ხ20 ფორესტერმა მიმაჩვია ხელოსნების გარეშე ცხოვრებას. ეს უკანსკნელი ახლაც მყავს და ერთგულად მემსახურება სამი წელია.
ახლა მინდა ვიყიდო რამე, ოღონდ ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ. ბიუჯეტი 2500-4000$.
4x4 ზე რამდენად მინდა არ ვიცი, ფორიკა awd არის და კაი ზიმნებიც მაქვს ზამთრისთვის.
თუმცა, ძან მომწონს ახალი ლეგასი, bm9 კუზაო, 2010 წლიანია ბიფორვარდზე მცირე გარეგნული დეფექტის გარდა არაფერი აწუხებს. ნუ 170კ მდე გარბენი კი აქვს მარა ძან ნავაროჩენია. (თან ჯერ ძვირი ღირს, მინიმუმ 1 თვე უნდა იმ ფასამდე დავიდეს მე რომ შევწვდე) თან ვარიატორია ესეც და როგორი გამომდგარია არ ვიცი.
ახალი ფორესტერიც მაფიქრებს, SH5 კუზაო, ყველა ის ნავაროტკა აქვს რაც მომწონს მანქანებში და თან გამძლეობით მგონია რომ დაიკვეხნის სხვა მსგავს მანქანებთან შედარებით
საერთOდ მცირე გამოცდილება მაქვს ხელოსნებთან ურთიერთობის, ჟეშტზე საერთოდ არ ამქვს მიღუნული მოღუნული შეჭყლეტილი გადასაღები და ა.შ. ამ ნიშნით ნაკლებად ვაფასებ მანქანებს თუ ნაწილ ნაწილ არაა აწყობილი მაკმაყოფილებს.
მეორე ვარიანტია ტოიოტა მარკ 10. 3.0 ზე ვფიქრობ მარა, სერვისის მეშინია- ზეთი, ცვეთადი ნაწილები რამდენად მისაღები იქნება ჯიბისთვის. უცხო მანქანაა და ხელოსნებიც ნაკლებად ერკვევიან. თან მომწონს სიმძლავრის და უკანა წამყვანი თვლების გამო, ზანოსში ჩაყენება გაასწორებდა ხანდახან. ასევე კომფორტი რომელიც ოხრად აქვს 300გ მოდელებს. არც ეს ჯედბა 4ზე ნაკლები კარგი.
ჰონდა აკორდზე ვფიქრობდი ცლ9 ზე, 2.4 მაგრამ ნაკლებად მიზიდავს წინა წამყვანი სედანები. დანიშნულებას ვერ ვხვდები ხანდახან, უემოციო მგონია.3500 მინიმუმ უნდა ნორმალურს.
ასევე დავფიქრდი თანხის არასრულად დახარჯვაზე და დანაზოგის გაკეთებაზეც. შეიძლება რამე წინა წამყვან მცირე ლიტრაჟიან მანქანაზეც დაფიქრება, საწვავის მოხხმარების კუთხითაც. მაგალითად ტოიოტა ვიტზი (05-დან) , რს მოდელი, მარა კარობკები მადარდებს ეს ვარიატორი არ მყოლია არასდროს და ხიფათიანი მგონია. ისტიც განიხილება. აფტამატი. ტოიოტა აურისიც.
ჰონდა ფიტი და ა.შ. არ მინდა.. არ მომწონს. ამ კლასში ტოიოტას ვანიჭებ უპირატესობას.
პრიუსზეც ჩავფიქრდი ერთი პერიოდი მაგრამ არც ეგ არ მინდა, ამდენი ელექტრო მოწყობილობის მეშინია.
არვიცი რა მარცხენა საჭიანზე შეიძLება ფიქრი ამ ფასში, ისე რომ არ გამაწვალოს.
მანქანაში ვაფასებ რამოდენიმე თემას მნიშვნელოვნად, გამძლეობა, კრუიზი და აუდიო სისტემა

) მინიმუმ მპ3-ს უნდა კითხულობდეს.
აბაა არ დაიზაროთ, ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავ თავის პლუსებით და მინუსებით
This post has been edited by somnambuli on 2 Aug 2016, 10:49
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)