აზრზე არ ყოფილხარ.., რამე უფრო სიღრმისეულით რომ გაუბათილო არ შეგიძლია.

აი მიყურე აგერ:
davita_1977არ ხარ მთლად ობიექტური. ამის მაგალითად ისიც გამოდგება რომ იმ სტატიის მხოლოდ შენ რომ მოგწონს იმ ნაწილს გვიწერ აქ. მთლიანად რომ დაგეწერა, იმასაც ნახავდი რომ მაგ სხვაობას ხსნიან ეკონომიკის სამინისტროში და გეუბნებიან მასე არ დარდებაო. აი ნახე აბა:
,,დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მოსაზრება, თითქოს, „2012 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა და 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია.“
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამგვარი განცხადებები ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობას.
საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ნომინალურ დოლარში გამოხატული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება სხვა ქვეყნის ან სხვა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან ეკონომიკურად არასწორია. ერთი აშშ დოლარის რეალური ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს განსხვავებულია. აღნიშნულის გამო არსებობს საერთაშორისო დოლარის ცნება, რომელიც ეყრდნობა მსყიდველუნარიანობის პარიტეტს და შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა პერიოდის მშპ-ს შედარებას.
მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტემპით ხასიათდება. თუ 2012 წელს საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მშპ 30.7 მილიარდს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 35.6 მილიარდია ანუ გაიზარდა დაახლოვებით 16 პროცენტით.
ასევე იზრდება საერთაშორისო დოლარებში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8,002 საერთაშორისო დოლარი იყო, დღეს კი 9,630 საერთაშორისო დოლარს შეადგენს.
ამასთანავე, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანათა რიცხვში.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიღარიბე. კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, რომელიც დღიურად 2.5 საერთაშორისო დოლარზე ნაკლებს ხარჯავს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 490 ათასი ადამიანით შემცირდა.
ამავე კვლევის მიხედვით სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირების საფუძველი ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური წვდომა გახდა (და არა შემოსავლების გადანაწილება, მაგ პენსიები და სოციალური დახმარება). ძირითადად დასაქმებამ და რეალური ხელფასის ზრდამ შეიტანა ძირითადი წვლილი სიღარიბის დონის შემცირებაში.
2004-2007 წლებში გლობალურად ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, ამიტომაც ზრდა მაღალი იყო საქართველოშიც. 2004-2007 წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო გარეშე ფაქტორებით, თუმცა საქართველოს ამ მხრივ რეგიონში საუკეთესო შედეგი არ ქონდა. მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ჩამოუვარდებოდით სომხეთს, ბელორუსს, აზერბაიჯანს.
ბოლო სამი წელია რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მიუხედავად ამისა საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს (საშუალო ეკონომიკური ზრდა 2013-2015 წლები პერიოდში საქართველოში 3.6% იყო, თურქეთში 3.6%, სომხეთში 3.3%, აზერბაიჯანში 3.2%, ბელორუსიაში -0.4%, რუსეთში -0.6% და უკრაინაში -5.5%)."
მერე წერია უკვე ის რაც შენ მოიტანე. ასე რომ მთლიანობაში უნდა დადო და მერე აკრიტიკო (არის მანდ გასაკრიტიკებელი, არ არის პრობლემა), ასე უფრო სამართლიანი და ობიექტურია.