წყარო:
http://commersant.ge/?m=5&news_id=40048&cat_id=6 თბილისში მაღალხარისხიანი საწვავი იყიდება - ასეთია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ბენზინისა და დიზელის ხარისხის შემოწმების შედეგები.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველები წლებია საუბრობენ ქვეყანაში სარეალიზაციოდ შემოტანილი საწვავის დაბალ ხარისხზე, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს, გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხში პრობლემები ვერ აღმაოჩინა.
უწყებამ ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო. სამინისტროს თანამშრომლებმა ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯები აიღეს და მას ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარეს.
როგორც სამინისტროში განმარტევენ, ქვეყანაში დადგენილ სტანდარტებთან საწვავის ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში ჯარიმა 8 ათას ლარს შეადგენს. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი საქართველოს დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება- საუბარია ნავთობპროდუქტში ტყვიის, ბენზოლის, გოგირდისა და სხვა ნივთიერებების განსაზღვრულ მოცულობებზე, რომელსაც არ უნდა აჭარბდებდეს სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმაენტის მთავარი სახელმწიფო ინპსექტორი ნელი კორკოტაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ სამინისტრომ შეამოწმა ბენზინსა და დიზელის საწვავში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებთან შესაბამისობა.
შემოწმდა თბილისში არსებული 9 ავტოგასამართი სადგური, როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული ობიექტები - მათ შორის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „რომპეტროლ საქართველო“, „ლუკოილ ჯორჯია“, „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“. სინჯები აიღეს ისეთ მცირე ტიპის კომპანიებშიც, როგორებიცაა: ასევე „თრეიდ ინ ჯორჯია", შპს „ინტერგანი", „ფრეგო" და „ბიპი".
ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ბენზინის საწვავში შემოწმდა ოქტანობის და ტყვიის შემცველობა, ასევე გოგირდის მასური წილი. დიზელის საწვავში ცეტანუსის და გოგირდის მასური წილი. სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ავტოგასამართ სადგურზე აღებული სინჯი შესაბამისობაში იყო დღეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, ანუ, არსად დარღვევა არ დაფიქსირდა. კორკოტაძე ამბობს,რომ ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა.
მისივე ინფორმაციით, ყველა დასახელებულ ავტოგასამართ სადგურზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაუფრთხილებლად შევიდნენ. კორკოტაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო ამ მიმართულებით შემოწმებას რეგიონებშიც გეგმავს.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ექსპერტიზის დასკვნით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, სწორედ ბიზნეს ინდუსტრია იყო ერთ-ერთი ინიციტორი იმისა, რომ ხარისხის კონტროლი გამკაცრებულიყო. შესაბამისად, იმპორტიორთა კავშირი თავადაც გეგმავს საქართველოს ბაზარზე არსებული საწვავის ხარისხის კონტროლს.
გჯერათ ვინმეს ამ დასკვნის. მე არა. ყველა ექსპორტიორი ამბობს ხარისხის კონტროლის აპარატურა მხოლოდ მას აქვს ექსკლუზიურად ერთადერთი საქართველოში. ახლა აღმოჩნდა, რომ პლუს ექსპერტიზის ბიუროსაც ჰქონია ან "ვიღაცის" ლაბორატორიაში შეამოწმა. თან ეს "დასკვნა"ერთიერთში იმეორებს ივნისის
http://energynews.ge/tbilisshi-sawvavis-kh...s-sheesabameba/ დასკვნას, ან ჟურნალისტები სცოდავენ და ძველ ინფორმაციებს გვტენიან.
This post has been edited by sosoatis on 2 Aug 2016, 12:56