takotatuli1989წალკის წყალსაცავი. სათევზაო პონტიცაა.
ტიკმატაჟის უღელტეხილზე ადი, ლამაზი ხედია ნაძვნარში ჩამოჯექი ბოლოში და ლუდი დაითრიე.
საღამოს ტბა, საღამოს მზის ჩასვლა ლამაზია
ხანჯალის ტბა იგივე ხანჩალის თბა იქაურათ. ხანჯალის ფორმა აქვს
ფარავნის ტბა სოფ.ფარავანი მიწური სახლებია დაგათვალიერებინებენ.
ფოკას მამათა და დედათა მონასტერი
სორში ადი
რიაბუშკა დააგემოვნე აუცილებლად კვერცში შემწვარი კარტოფილთან ერთად, ნინოწმინდაშია კარგი ზავიძენია. მარტო ფარავანზე და ტაბაწყურზეა ეგ თევზი
თუ ჯიპი გყავს წალკიდან ბაკურიანისკენ დააწექი BP -ის გზით და ტაბაწყურში გადადი, უმაგრესია ტაბაწყურის ტბა, დარჩენაც მოსულა თუ დრო გაქვს.
აბულზე აისეირნე, ყანჩასავით რაღაც ფრინველია თან კარგი ხედია
წალკადან თრიალეთია სოფელი მანდ გადადი და ბედნიანისკენ ჩახვალ ხრამგესში ლამაზი ჩასასვლელი სერპანტინია წყლის დამბა, პატარა დასახლება ხრამგესი, იბანავებ კიდეც. მაგ გზით შეგიძლია დმანისისკენაც გახვიდე და ნახო იაყუფლოს ტბა.
ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ერთხელ ნახვათ ღირს.
ცოტა შორს თუ გახვალ წალკიდან 2. 2.5 საათში თმოგვის ციხეს ნახავ და ვარძიას, ასევე შეგიძლია ნინოწმინდიდან გადაუხვიო საღვრისკენ და აზმანას გავლით მოკლე გზით სერპანტინებით ჩახვალ ვარძიის კლდის მოპირდაპირე მხარეს ზემოდან, გაივლი ულამაზეს და უიშვიათეს ტყეს ქართულ სოფლებს და ნახავ ვარძიას ზემოდან.
კრატერები და ვულკანური აღზევები თუ გაინტერესებს ნასახლარები და მსვავსი არქეოლიური მუღამი თუ გაქვს ჯავახეთის ზეგანზე გაისეირნე, მეფუტრკეებს ნახავ მაგარი ალპური თაფლი აქვთ გამოართვი. ეგ თაფლი წალკაში ყველი დაითრიე ცოტა მშრალი და ხმელი აურიე და გომის არაყთან ერთად მაგარი კაკტეილია
Another day..
I might have found the words to say
all the things i meant to say.
Another day..
I would try to be your friend,
you would never let me in..