მოკლედ რამოდენიმე დღით ფშავში ვიყავი.
დედა რა იყო ეს?
ფშავი აღარ არსებობს ხალხო.
საშინელებათა ფილმში მოვხვდი.
სოფელ მაღაროსკარში ვიყავი იმ ჯგუფთან ერთად რომელიც ფშავის განვითარების გეგმის შესადგენადაა ჩასული. ჯგუფი სრულიად აპოლიტიკურია, ჯგუფის წევრები მუშაობენ უსასყიდლოდ და ერთადერთი მათი მიზანი არის ფშავის განვითარების გეგმის შედგენა.
თუმცა გასავითარებელი იქ აღარაფერია. ფშავის 24 სოფლიდან უმეტესობა სრულიად დაცლილია.
სოფლები ქცეულა ნასახლარებად. ზოგიერთ სოფელში კი ორი მოსახლე ცხოვრობს. ზოგ სოფელში 3 ოჯახი სადაც უწინ 270 კომლი ცხოვრობდა.
მდგომარეობა კატასტროფულია.
ვინც ცხოვრობს ფაქტობრივად ჯუნგლებში უწევს თვითგადარჩენა - არარის გზა, არ არის ელექტრო ენერგია, არ არის გაზი, არ არის წყალი და კილომეტრებიდან ატარებენ.
მოსახლეობა ქცეულია ზომბებად. შეკითხვაზე რა სურთ რომ გაკეთდეს მათთვის პასუხობენ არაფერი არაა საჭირო, იყოს როგორც არის, მაინც არაფერი გაკეთდება. შეუძლებელია ადამიანს არ ტანჯავდეს ის მდგომარეობა რომელიც იქ ტრიალებს! უბრალოდ მთიელი ხალხი ამაყი ბუნებიდან მაგმომდინარე შემწეობას არასოდეს მოითხოვს.
ვეჭვობ მოსახლეობა, რომელსაც თვეობით ერთმანეთთანაც კი აღარ აქვთ კომუნიკაცია რადგან ძალზედ შორს ცხოვრობენ, ღრმა უიმედობის და დეპრესიულ განწყობაშია.
არაფერს აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლებაც. აი უბრალოდ ა რ ა ფ ე რ ს!
სახლები ქცეულია ნასახლარებად, სოფლები ნასოფლარებად, მიტოვებულია 10-12 საუკუნის ძეგლები, მიტოვებულია იმ დონეზე რომ ამ ულამაზეს ძეგლებში და მის გარშემო უღრანი ტყეებია.
სახლები რომელლებშიც დღეს ფშავის სოფლებში ცხოვრობენ ძნელად თუ იწოდება სახლად. ხისგან შეკოწიწებული სადგომები უფროა.
იქ ყოფნისას იტყვით! სადაც წვრილია იქ გაწყდეს, თუ დასაცლელია დაიცალოს! ხალხმა ღირსეულად უნდა იცხოვროს და არა როგორც ველურმა ცხოველმა! დაე ჩამოვიდნენ ქალქად, დაე ჭამონ და სვან როგორც ადამიანებმა, მე როგორც ქალაქელი აღარავის დავამადლი და ჩამოთრეულს აღარ ვუწოდებ!
ყველას აქვს უფლება იცხოვროს როგორც ადამიანმა! როგორც მახსოვს ამერიკის კონსტიტუციის პირველი რედაქციაშიც კი ბედნიერების უფლება როგორც უფლება იყო განმმტკიცებული.
მაგრამ, ხალხო ხელიან გვეცლება ქვეყანა. იღუპება და იცლება ულამაზესი მხარეები.
საქართველოს არსებობაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ჩვენი პროექტი მალე მიუახლოვდება დასარულს და შედეგებს (ფოტო, ვიდეო მასალას, პრეზენტაციის მასალას, სტრატეგიას) ყველაფერს გაახლებთ.
პ.ს. ვიცაც ჩემ მიმართ ლიჩნი ნიპრიაზნი აქ, თავისი ბოღმა, ღვარძლი, შური გარეთ დატოვოს და ისე შემოვიდეს ან სულაც არ შემოვიდეს!!! ყველა თემას ჩემ სალანძღად და თავისი კომპლექსების დასაკმაყოფილებლად ვინც აქცევს!!!
This post has been edited by pekineli on 3 Aug 2016, 12:25
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)