განსაკუთრებით რუსთაველების სატკივარია, რომ თბილისი-რუსთავის ხაზის მარშუტკების მძღოლების უმეტესობა 3 პედლიდან მხოლოდ ერთის არსებობას სცნობენ (მონიზმი)
და ეს პედალია აქსელერაციის პედალი ე.წ. გაზი

ჩაადგამენ და დადიან ზოლიდან ზოლში, მარჯვნიდან მარცხნივ, ვიწრო მონაკვეთებში შხუილით დადიან
თბილისის მარშუტკების მძღოლებს, არ ვიცი, რა ჩვევები აქვთ ამ მხრივ, მაგრამ გული მიგრძნობს, არც ეგენი უნდა აღიარებდნენ 1 პედალზე მეტს.
ჰოდა რაშია პრობლემა
სავსე როა მარშუტკა და რო გაზაობ.
გასაგებია, გაქვს გამოცდილება და ამდენი წელია, საჭესთან ზიხარ, მარა ამხელა პასუხისმგებლობას როგორ იღებ, შე მართლა
სიროგული ხელით მიჭირავს ხოლმე მთელი გზა.
კაი, სატკივარი გასაგებია მგონი და "აი ნოუ დეთ ფილ, ბრო"-ები
ამოცანა შემდეგია:
1. როგორ უნდა უთხრა ასეთს, ცოტა ნელაო, რომ "შენი ჭკუის სწავლებები არ მინდა" და "მძღოლს ნუ ანერვიულებ"-ები არ წამოვიდეს
2. და ზოგადად როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პრობლემა. რა უნდა გავაკეთოთ მგზავრებმა, საჩივარი დავწეროდ?
This post has been edited by tranka on 2 Aug 2016, 17:19