ფსიქიურად შერყეული ქართველი ქალბატონი უპატრონადაა ათენის ქუჩებში – მის ნათესავებსა და ახლობლებს ვთხოვთ, ამოიცნონ მისი ვინაობა(ფოტო, ვიდეო)
ფსიქიურად შერყეული ქართველი ქალბატონი უპატრონადაა ათენის ქუჩებში – მის ნათესავებსა და ახლობლებს ვთხოვთ, ამოიცნონ მისი ვინაობა(ფოტო, ვიდეო)
August 2, 2016 David Shannow
inShare
◘ ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელის საბერძნეთის ემიგრაციულ გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია ფსიქიურად შერყეული ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის შესახებ. უშუალო ქართველი თვითმხილველის თქმით, აღნიშნულ ქალბატონზე პირველად მისმა ბერძენმა სამუშაოზე დამქირავებლებმა და ბერძენმა მეზობლებმა გააგებინეს, უთხრეს რა, რომ ვიღაც ქართველი ქალბატონი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დღის საათებში მოედნებსა და მაღაზიებში დაიარებოდა, ღამ–ღამობით კი ეკლესიის ეზოში ეძინა. ამ უქმეებზე ეკლესიაში მისულს, ფსიქიურად შერყეული უშუალოდ მასაც მიუახლოვდა და არაადექვატური საუბარი დაუწყო ჯერ ბერძნულად, შემდეგ – ქართულად, ბოლოს კი უკანმოუხედავად გაიქცა.
◘
აღნიშნული ამბავი მოხდა საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის მარუსის რაიონში, თანამოსახელე მეტრო–სადგურის გაჩერებასთან ახლოს მდებარე “აგიონ ანარგირონ”–ის ეკლესიასთან (Ιερός Ναός Αγίων Αναργύρων Αμαρουσίου)
◘
მეორე ქართველმა ქალბატონმა, შეიტყო რა ეს ამბავი, თავისი უქმე დაუთმო ფსიქიურად შერყეული ქალბატონის ძიებას და მიაკვლია კიდეც მას მარუსის რაიონის ერთ–ერთ მაღაზიაში, სადაც გადაუღო კიდეც ფოტო. კონტაქტში შესვლა ვერ მოახერხა.
◘
დღეს ქართველ ემიგრანტთა სხვა ჯგუფი ეცადა მის პოვნას და მართლაც მიაგნო მას, იგივე უბნის ერთ–ერთ ქუჩაზე, სადაც გადაუღო ვიდეო
◘
როგორც ჩვენს ერთ ემიგრანტს უპასუხეს აღნიშნულ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფსიქიურად შერყეულ ქალბატონის შესახებ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს გაცხადებული.
◘
გამოეხმაურეთ და თუ მის ამოცნობას მოახერხებთ, დაუკავშირდით საქართველოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, საბერძნეთის ხელისუფლების შესაბამის სახელწიფო ინსტანციებს, ნუ ეცდებით მასთან კონტაქტში შესვლას (განსაკუთრებით აგრესიულადაა განწყობილი ქართველების მიმართ) ან რაიმე მედიკამენტის მიცემას – ქალბატონი საჭიროებს პროფესიონალურ ფსიქიატრიულ მომსახურეობას.
http://georgians.gr/fsiqiurad-sheryeuli-qa...toni-d-shannow/საელჩოს აუყვანია პროტექციის ქვეშ
http://georgians.gr/emigrani-qalbatonis-sa...atze-d-shannow/ეს ადამიანი არის სვეტა სიჭინავა უნდა იყოს
This post has been edited by iase on 3 Aug 2016, 20:28