ამ დღეებში ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიაში მდებარე კუნძულზე - მადეირაზე საკუთარი სასტუმრო Pestana CR7 გახსნა. მეწარმეობაში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის სურვილი რონალდუს უკვე დიდი ხანია ჰქონდა და როგორც იქნა, ის აისრულა. „ეს სეზონი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მთელი კარიერის მანძილზე, მთავარი ევროპული საფეხბურთო ჯილდო მოვიპოვე, ეს ხომ უდიდესი მიღწევაა და არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ ჩემი სამშობლოსთვისაც“, - განაცხადა კრიშტიანუმ სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.
ინფორმაცია იხილეთ სრულად
მიმაგრებული სურათი