#48503761 · 4 Aug 2016, 12:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მაქვს სწრაფი კვების მოძრავი ობიექტი. ვაჟა ფშაველაზე მინდოდა გაჩერება და მივედი მერიაში რომ გამეგო უკანონო ხომ არ იქნებოდა პირდაპირ რომ მიმეყვანა და გამეჩერებინა ისეთ ადგილას სადაც არც ქვეითს და არც ავტომობილებს არ შევუშლიდი ხელს, მჭირდება თუ არა ამისთვის სპეციალური ნებართვა და ა.შ. მოკლედ მითხრეს რომ არ არსებობს კანონპროექტი კვების მოძრავ ობიექტებთან დაკავშირებითო, არც არაფერი იგეგმება ამის შესახებ და ერთი სიტყვით სრული გაურკვევლობაა ამ თემის ირგვლივო. მოძრავ ობიექტს განიხილავენ როგორც გარე ვაჭრობას. რა უნდა ვქნა თქო და მომცეს რაღაც ბლანკი და დაწერე განცხადება მერის სახელზეო. მაქსიმუმ 1 თვეში მოგივა პასუხიო.
ჰოდა ახლა რა მაინტერესებს. მე რომ განცხადება დავწერო რომ მომცეს მოძრავი ობიექტით ვაჭრობის უფლება, 90% ვიცი უარი მომივა. ( თავისუფლების მოედანზე დგას ერთი ყავის მოძრავი ობიექტი და 3 თვეა გაჩერებული იმის გამო რომ არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, აჯარიმებენ. )
ჰოდა ამ ჩემს მოძრავ ობიექტს რომ ბორბლები მოვხსნა , ხომ ვეღარ განიხილავენ მოძრავ ობიექტად? ანუ უბრალოდ ჯიხურის ჩადგმის უფლება რომ მოვითხოვო. შესაძლებელი იქნება ასეთი რამე? კანონში ხომ არსად წერია რა შემთხვევაში განიხილება ობიექტი მოძრავად და რა შემთხვევაში არა.
ასევე მაინტერესებს რომ მივიდე და დავაყენო სადმე ჩემი მისაბმელი და დავიწყო სენდვიჩების გაყიდვა, რა მოხდება? მოვა ზედამხედველობა და რას იზავს?
ან შეიძლება შორს ვარ სამართლისგან და კანონებისგან მაგრამ რატომ მჭირდება მერის ნებართვა იმისთვის რომ ჩემი პროდუქტი გავყიდო, მაშინ როცა მოგების გადასახადს ვიხდი? ყველა კუთხეში საზამთროები ზიან და დავიჯერო მაგათ ნებართვა აქვთ? ან ჯართს რომ იბარებენ მანქანით მაგათ.
This post has been edited by Hawley on 4 Aug 2016, 12:59
|