ილია მეორე: "ღმერთმა დალოცოს რუსეთი და საქართველო"
გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლად წმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში , საერთაშორისო გამოფენაზე "სახელობითი ხატი - ისტორია და თანამედროვეობა" განაცხადა.
გამოფენა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში "რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბისა" და მათი ქართველი პარტნიორების ინივიატივით გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე უძველესი ხატი, გამოფენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
შეხვედრას ესწრებოდა "რუსეთის მეცენატთა კლუბის" თავმჯდომარე ანდრეი პოკლონსკი, ასევე მისი ქართველი პარტნიორი ანდრია დევდარიანი, რომლის ინიციატივითაც საქართველოში პირველად ჩამოვიდა რუსეთიდან უძველესი და უნიკალური ხატები.
"დღეს, ჩვენ გვაქვს დიდი სიხარული, წმინდა ხატები ჩამოვიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ჩამოვიდა იმ წმინდა მონასტრიდან, სადაც მე რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი სემინარიასა და აკადემიაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება. ჩვენი ურთიერთობა დამშვიდდება, ჩვენ კვლავ ვართ და ვიქნებით ძმები და მეგობრები. მადლობას ვწირავ ჩვენს სტუმრებს. ღმერთმა დალოცოს რუსეთი და საქართველო"- ბრძანა შეხვედრაზე უწმინდესმა.
გაუგებრობაო

რა ვეღარ მოგვარდა 1 წელია ეს გაუგებრობა.
შედარებისთვის:
"1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!
ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა:
მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.
ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა." - ამბროსი ხელაია
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.