რა შუაშია თლიაყანა???
გაიხსენეთ რა მოხდა მაშინ???
ქართულმა შსს-ს სპეც დანიშნულების რაზმმა მიშას დავალებითა და ოქრობიჭის უშუალო მონაწილეობით ცხინვალზე გაბატონებული ეგრეთწოდებული "თლიაყანის" სიმაღლეები აიღო და რამოდენიმე საათში მთლიანად გამოიყვანა ჯარი...(გარდა ქართული სამშვიდობო ბატალიონისა)რითიც პირში ჩალაგამოვლებული დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რომელიც იმ ღამით თლიაყანის სიმაღლეების ცხინვალის დონემდე დაყვანას აპირებდა სტრატეგიული ავიაციის მეშვეობით..
არ გეცნოთ სიტუაცია???
სტრატეგიული გამარჯვება და ტაქტიკური უკანდახევა ჩვენი პრეზიდენტისთვის არახალია...
მიშამ არაფერი დაუთმო ეგრეთწოდებულ გაერთ. ოპოზიციას...
მეტიც, ძალით (კანონის ფარგლებში) დაშალა მიტინგი რომელმაც უკანონო ფორმა მიიღო და საგანგებო მდგომარეობაც კი შემოიღო...
შეზღუდა ან შეაჩერა ტელევიზიების მოქმედება...
დაიჭირა ან სანქცია გასცა ეგრეთწოდებულ ოპოზიციის ლიდერებზე და მათ ფარულ თუ ღია მხარდამჭერებზე...
მხოლოდ ამის შემდეგ როდესაც ყველანაირად გააცამტვერა და "ზურგზე დადო" ოპოზიცია, გამოვიდა და იმაზე მეტი მისცა მათ რასაც მოითხოვდნენ...რითიც რუსებისა არ იყოს პირში ჩალაგამოვლებული დატოვა ისინიც...
ვიცი ზოგი (განსაკუთრებით გამჭრიახების გარდა) ამაში არ დამეთანხმება მაგრამ 5-7 იანვრის
მერე გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს და კიდე 5 წელი გემახსოვრებათ მინიმუმ...
მიშა უძიერესი სტრატეგია...(ადამიანი "ენერჯაიზერი")
მოჭადრაკე რომ გამოსულიყო ფაიზაღი კასპაროვს დაამარცხებდა და
ჰიტლერის (მას მიამგვანა ოქრომ)
ადგილას რომ ყოფილიყო დღეს გერმანულად ვისაუბრებდით...მოვა დრო და რუსეთსაც მაგრად გაუჩალიჩებს...
დაიბრუნებს აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც... (თუ სოჩაც არ მიაყოლა

)