ბორჯომში ვიყავი ცოტა ხნის წინ.საოცარი სილამაზე,სუფთა ჰაერი და სასიამოვნო გარემოა.
მაგრამ ერთმა ფაქტმა მიიბყრო ჩემი ყურადღება განსაკუთრებით-ხეები ხმება.
თავიდან მეგონა პატარა ადგილზე იყო მხოლოდ ასე,მერე კომპოზიტორთა სახლისკენ ავიარე და გავოცდი.
სასწაულ მაშტაბებთან გვაქვს საქმე.ძალიან დიდ ტერიტორიაზეა მოდებული (ხეების ხმობა).
დავინტერესდი,რაში იყო საქმე და მითხრეს,რომ რაღაც სახეობის ჭიის ბრალია.
ძვრება ხის გულში,ჭამს რბილ გულს და ხე ხმება.ამის საწინააღმდეგოდ კი ვერაფერს აკეთებენ,გარდა ხის მოჭრისა.
მოჭრილ ხეებს ალაგებენ,სხეპავენ და ტოტებს წვავენ.
თუმცა გამიჩნდა ეჭვი,რომ რაღაც მთლად პატიოსნად ვერაა საქმე.ეს ეჭვი იქ მომუშავეებმაც გამიძლიერეს.
პირდაპირ არა,მაგრამ მინიშნებით დამიდასტურეს,რომ რაღაც დოზით ბინძური საქმეც კეთდება.
გზის პირები თავისუფლდება და ბევრი მოჭრილი ხე,სამასალედაც გამოდგებაოოოო...
თავად ვნახე,უმეტესობა გამხმარი და გამოუსადეგარია სამასალედ,მაგრამ იყო უკეთესებიც.
დავინტერესდი და ვერ გავიგე,სად მიაქვთ ის მოჭრილი ხეები.
იქნებ ვინმეს გაქვთ მეტი ინფორმაცია და გაგვარკვიოთ!






ყოველი პირადი ინტერესი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესთან, უმოწყალოდ უნდა განადგურდეს