poeti123ნაცნობი სიტუაციაა, მეც ეგრე ვიყავი ,რაც წერა დავიწყე ყოველთვის ვცდილობდი მეწერა გრამატიკულად გამართულად ,გასაგებად.ერთ გვერდზე და ერთ აბზაცზე ვიციკლებოდი ,ვკითხულობდი ათასჯერ, ვასწორებდი ვუკურკიტებდი ,მაგრამ არასოდეს არ მომწონდა მაინც.იმის მაგივრად რომ დამეწყო თავიდან ისტორია და ბოლოში გამეყვანა ათას წვრილმანზე ვიჭედებოდი .სულ მკითხველის თვალით ვუყურებდი რას ვწერდი ,მინდოდა ყველაფერი იდიალურად ყოფილიყო,ბოლოს ნერვები მღალატობდა ან შუაში ვწყვეტდი ამბავს ან ვაფუჩეჩებდი იმედ გაცრუებული.ალბათ მინდოდა იგივე ეფექტი მოეხდინა ჩემ ნაჯღაბნს ჩემზე როგორსაც რომელიმე დიდი მწერლის ნაწარმოები ახდენდა. მაგრამ მერე გამოვფხიზლდი და მივხვდი რომ მე არ ვარ მწერალი , ჩემგან არავინ არაფერს ელის სასწაულს

უბრალოდ მომწონს წერა მაწუხებს ათასობით იდეა,ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი ამბიდან რაღაცას ვთხზავ ჩემთვის გონებაში, ზოგს ვამუქებ ,ზოგს ვაფერადებ ,ზოგს ისევე ვტოვებ.... მთავარია მომწონს რასაც ვაკეთებ ამაზე მაგარი ნარკოტიკი არ მეგულება,როდესაც შეგიძლია შექმნა სულ ახალი სამყარო,თუნდაც პლანეტა,ან არსება რავიცი რაც მოგინდება ,არ არსებობს ჩარჩოები მხოლოდ შენ და შენი "კალამი"... ნუ მოკლედ ბოლოს იმ აზრამდე მივედი რომ უნდა წერო შენი თავისთვის დასაწყისისთვის მაინც ,სანამ შენ მანერას და სტილს დაამუღამებ თუ არ გამოვა კიდე მწერალი ჩემგან არც ამ დროს ჩავთვლი დაკარგულად იმიტომ რომ მაგრად "ვკაიფობ" ამ პროცესით.
ერთხელაც ავდექი და დავიწყე წერა იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევდი წვრილმანებს,დავიწყე ისტორია და დავასრულე როგორც იტყვიან კალმის აუღებლად ,ბოლოს გადავიკითხე გულდასმით,მარგალიტები გავასწორე ,გრამატიკულად ჩავასწორე,რაღაც რაღაცეები შევცვალე და მერე რომ გადავიკითხე უკვე აღარ მერეოდა გული

ერთ ორ მეგობარს წავაკითხე მოეწონათ, რათქმა უნდა არ ვენდე ბოლომდე და ერთ-ერთ ლიტერატულურ საიტზე ავტვირთე,სადაც ჩემდა გასაკვირად საკმაოდ დადებითი კომენტარები დავიმსახურე,ერთი-ორ სწორ და სამართლიან რჩევასთან ერთად. ასე რომ ყველაფერს შრომა უნდა არ უნდა დაკომპლექსდე ,რაც მთავარია არავის მიბაძო და არც არავის შეადარო თავი ,უნდა იყო თავისუფალი და მისცე შენს ნიჭს გზა ფართე