#49023257 · 12 Oct 2016, 12:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Bero_2000
ბევრი ასეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს. ანგარიშიც აქვთ გახსნილი და სოციალურად დაუცველების დახმარებასაც მშვენივრად ართმევენ თავს. შეგიძლია დაუკავშირდე მათ და შენც შეიტანო წვლილი. იდეა, როგორც ასეთი, ახალი არ არის. თუ დიდი საქმის გაკეთების ამბიცია გაქვს, მაშინ კომერციულად მომგებიანი საწარმოს მუშაობის გეგმა უნდა შექმნა და ხალხი დაასაქმო, რათა შემდგომში თავისივე შრომით, სხვისი დახმარების გარეშე შეძლონ არსებობა. ასევე, სოფლის მეურნეობის კუთხითაც შეიძლება ფიქრი, ამ საქმეში სახელმწიფოც დაგეხმარება.
მაგალითისთვის, მგონი სადღაც აზიის რომელიღაც ქვეყანაში შეიქმნა საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც სესხს გასცემდა ძალიან კარგი პირობებით მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებზე. რამდენადაც მსმენია, ამ იდეამ დიდი წარმატება მოუტანა ავტორს, რადგან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად თანხის სესხება გაცილებით უფრო დიდი მოტივატორი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ თანხის ჩუქებით დახმარება.
|